"ჩვენ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან"

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულებულია. განხილვისას მხარეებმა შუამდგომლობები დააყენეს და მოსამართლემ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება.

"ჩვენ ვართ აბსოლუტურად სუფთა არა მარტო ამ საქმეში, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ ბიზნესს ვაკეთებთ,  მე და ბადრი და მთელი ჩვენი გუნდი. ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან, მის კერძო ადვოკატთან, რომელიც დღეს დანიშნულა მთავარ პროკურორად. უდიპლომო ადვოკატთან, უცოდინარ ადვოკატთან. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად დიდი ჭაობი და ამ ჭაობიდან თუ დროზე არ ამოვედით ყველა ერთად, აქ არ არის მამუკა ხაზარაძეზე საუბარი, აქ არის ლაპარაკი ჩვენს სამშობლოზე, ჩვენს ხვალინდელ დღეზე, ლაპარაკია ჩვენს შვილებზე და წესიერი ქვეყნის, ერთხელ და სამუდამოდ, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზეა საუბარი და ამ სახელმწიფოს ჩვენ თქვენთან ერთად, ყველასთან ერთად, წესიერ ადამიანებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ,მეთოდი, რომელსაც იყენებს ბიძინა ივანიშვილის მთავარი პროკურორი, ეს არის კარგად აპრობირებული მეთოდი ავტოკრატიული რეჟიმების მიერ. როდესაც ფულის გათეთრების დაბრალებით, ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ამიტომ ისინი ამ ბრძოლაში უნდა დამარცხდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი შვილების და ქვეყნის მომავალზე. ამიტომ ჩვენგან ეს ბრძოლა იქნება შეუპოვარი და უკომპრომისო“ - განაცხადეს "ლელო"-ს დამფუძნებლებმა.