ნიკა მელია საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებული დეპუტატი ნიკა მელია საქალაქო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს.
დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ განიხილა, რასაც შელაპარაკება მოყვა.

"ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული, მაგრამ სინამდვილეში, შიგნით აცვია ქართული ოცნების მაისური. ასეთები არიან აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციოში და უზენაესში... მიუხედავად თხოვნისა, მიუხედავად შუამდგომლობისა, სამაჯურის მოხსნა-არმოხსნის საკითხი განეხილა დროზე, მან შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და შესაბამისად, იგი ცდილობდა ჩვენი [ნაციონალური მოძრაობის] დეპუტატები ვერ მოხვედრილიყვნენ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენაზე".