გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს. მისივე თქმით სახელისუფლებო დანაშაულები დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გამოსავლენია.

გიგა ბოკერიას ამ განცხადების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობასა“ და "ევროპულ საქართველოს“ შორის დაწყებული დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. პოლიტიკური რევანშის თემამ ყოფილი თანაგუნდელები შეთქმულების თეორიებზე აალაპარაკა. ოპონენტების დევნასა და შურისძიების თემაზე საქართველოში დაწყებულ დისკუსიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს,  ისეთი ტიპის წინასწარი განცხადებები, სადაც მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ შერბილებული ტონი იგრძნობა. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, მათი საქმეები კი ანტიკორუფციულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.

გიგა ბოკერიას განცხადება გაუგებარი აღმოჩნდა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვისაც. მათი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველას ციხეში გაშვება არასწორია, თუმცა მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის პოლიტიკური ინდულგენციის გაცემაც დაუშვებელია.