მამუკა მდინაძე - უნდა მივიდეს თუ არა პრეზიდენტი პროკურატურაში თავად პრეზიდენტის გადასაწყვეტია

მამუკა მდინარაძემ საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა - უნდა მივიდეს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ეს თავად პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, „როდესაც საუბარია იმაზე, პრეზიდენტი უნდა მივიდეს თუ არა პროკურატურაში, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს, ალბათ, მის ნებაზე უფრო უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან გარკვეული სიმბოლიზმიც არის ამ თანამდებობაში. პრეზიდენტი იწოდება, როგორც ხელშეუალ პერსონად და ეს არის საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტი. ასე მარტივად ამ საკითხზე საუბარი, მოდი, მივიდეს, ან გამომძიებელმა დაიბაროს პრეზიდენტი და დაკითხოს, არ შეიძლება. თუმცა თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და დარწმუნებული ვარ, თეა წულუკიანმაც ეს თქვა, ის რომ იყოს პრეზიდენტი, მივიდოდა პროკურატურაში.იგივე შემიძლია გავიმეორეო. მე რომ ვიყო პრეზიდენტი, მივიდოდი პროკურატურაში და ჩემი ნებით მივაწოდებდი ყველა ინფორმაციას, რომელიც ჩემს ხელთ იქნებოდა“.

 მდინარეძე მიიჩნევს, რომ მორატორიუმი სამართლებრივ პრობლემებს შეიცავს, რადგან შეწყალების უფლება არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, ის მოიცავს მსჯავრდებულის უფლებასაც, იყოს შეწყალებული.

„პირველივე წუთებიდან, როდესაც პრეზიდენტმა მორატორიუმის შესახებ განაცხადა, ვთქვი, რომ მორატორიუმი თავის მხრივ შეიცავს სამართლებრივ პრობლემებს გამომდინარე იქიდან, რომ შეწყალების უფლება არ არის მხოლოდ პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. თავისთავში ის მოიცავს მსჯავრდებულის უფლებასაც, იყოს შეწყალებული. აქედან გამომდინარე, მორატორიუმი არ არის საუკეთესო გამოსავალი პრობლემების აღმოსაფხვრელად, რადგან ის თავის მხრივ სამართლებრივ პრობლემებსაც შეიცავს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებლების შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.