ბარსელონას ქუჩებში ათასობით სტუდენტი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად გამოვიდა

მას შემდეგ რაც კატალონიელი სეპარატისტების 9 ლიდერს 13 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, ათასობით სტუდენტი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. 
დემონსტრანტებმა ბარსელონას ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებიც მოხდა.

კატალონიის ახალმა ლიდერმა პარლამენტში გამოსვლის დროს რეფერენდუმის გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.