აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა 1 საათი და 40 წუთი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.

მაიკ პენსისა და ერდოღანის შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს.