ჰელოუივნი და წმინდა სინოდის სხდომა ერთ დღეს გაიმართება

ხვალ 31 ოქტომბერს ჰელოუივნი და წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სინოდის სხდომა 12:00 საათზე ჩაინიშნა. გადაწყვეტილება სინოდის სხდომის ჩანიშვნის შესახებ საქართველოს პატრიარქმა მიიღო. წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა მეუფე იაკობის საკითხის განხილვა.
ამასთან,სინოდის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის დანიშვნა იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ცნობილია, რომ საეპისკოპოსო ტახტზე ორი კანდიდატურა განიხილება - მეუფე მელქისედექ ხაჩიძე, რომელსაც პროდასავლურ მღვდელმთავრებს შორის მოიაზრებენ, ის რუსეთს ღიად უპირისპირდება, ხოლო მეუფე იოანე გამრეკელი კი პრორუსული გზავნილებით არის ცნობილი.31 ოქტომბრის ღამეს კათოლიკურ სამყაროში აღნიშნავენ ჰელოუინის დღესასწაულს.ესაა დღესასწაული-რომელსაც ფესვები საუკუნების სიღრმეში აქვს და სათავეს იღებს ძველი კელტების ტრადიციებიდან.

ძველი კელტების ეს დღესასწაული ძირითადად აღინიშნებოდა აშშ-ში და კანადაში, მაგრამ ამ ბოლო წლებში იგი პოპულარული გახდა ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში.

დღესასწაულის ფესვები სათავეს იღებს ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში.კელტების ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ ახლანდელი ირლანდიის, ინგლისისა და ჩრდილო საფრანგეთის ტერიტორიაზე, წელიწადს ყოფდნენ ორ ნაწილად-ზამთარი და ზაფხული.31 ოქტომბერი მათთვის წლის ბოლო დღე იყო.ეს დღე აგრეთვე აღნიშნავდა მოსავლის აღების დამთავრებას და გადასვლას ახალ-ზამთრის დროში.
ახალი წლის დღესასწაული იწყებოდა 31 ოქტომბერს ღამით. ამ ღამეს, კელტების რწმენით, ცოცხლებისა და მიცვალებულების კარიბჭე იღებოდა და იმ სამყაროში მცხოვრები მიცვალებულები ბრუნდებოდნენ დედამიწაზე.კელტები ამ ღამეს სამჰეინს უწოდებდნენ. იმისათვის, რომ მკვდარი სულების და მოჩვენებების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, კელტები ამ ღამეს სახლში აქრობდნენ შუქს, გადაიცვამდნენ სხვადასხვა მხეცების ტყავს, რომ დაეფრთხოთ მომხვდურები.