კახი კალაძემ რომელმაც არასწორი პარკინგისთვის ჯარიმა 50 ლარამდე გაზარდა თავად არღვევს პარკინგის წესებს

დედაქალაქის მერი კახი კალაძე რომელმაც დღეს თბილისის მცხოვრებლებს სიხარულით ამცნო, რომ არასწორი პარკინგისთვის ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა, თავად არღვევს პარკინგის წესებს.
"მთავარმა არხმა" დედაქალაქის მერი, მაშინ გადაიღო, როცა საკრებულოდან გამოსული კალაძე ჯდებოდა მანქანაში, რიმელიც არასწორად იყო გაჩერებული. დედაქალაქის მერმა კანონდარღვევა დაადასტურა. თუმცა ოპოზიციის ინფორმაცია, რომ მამამისი და თვითონ ჯარიმებს არ იხდიან უარყო.თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარი გახდა.ცვლილების ინიციატივით პარლამენტს თბილისის მერიამ მიმართა, მიზანი კი, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება იყო.„პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. ჩვენ მივმართეთ პარლამენტს და თხოვნა იყო, დაემუშავებინათ კანონპროექტი. გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით გაზარდა ჯარიმა და გახადა 50 ლარი. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, განმაპირობებელი ფაქტორი იყო სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. აგრეთვე ის გარემოება, რომ ქალაქში უკვე დაიწყო და მოქმედებს ზონალურ – საათობრივი პარკირების სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.