სტუდენტზე სექსუალურ ძალადობაში ეპისკოპოს ზოსიმეს ადანაშაულებენ

მღვდელმა გიორგი სხილაძემ 1988 წლით დათარიღებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც სემინარიის მაშინდელი სტუდენტის კახა კალაძის მიმართ ეპისკოპოსი ზოსიმეს მხრიდან სექსიალურ თავდასხმაზეა საუბარი.

„1988წ-ის ოცდასამ დეკემბერს, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის რექტორი _ ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტ კახა კალაძეს სოდომურად ,,თავს დაესხა“ ,,სვეტიცხოვლის" რეზიდენციაში, ამხილეს და მასვე თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. პატრიარქმა ილიამ ისინი, ,,თავდასხმის“ ობიექტის ჩათვლით, თავისთან დაბარება-გამოკითხვის გარეშე, სასწავლებლიდან გარიცხა; ცნობილი ჰომოსექსუალი კი, ვინც სტუდენტებთან ,,დედლობდა“, გარკვეული ხნის შემდეგ, ორჯერ დააწინაურა და დღემდე, წილკნელ მიტროპოლიტად ირიცხება სინოდში... მოვითხოვ, დაიკითხონ ის ყოფილი სტუდენტები (მათ შორის, ამ კომენტარის ავტორიც)!

ჩატარდეს ამ ხელწერილის ექსპერტიზა; ეკუთვნის თუ არა ის მიტროპოლიტ ზოსიმეს! თუკი ნაყალბევია, მზად ვარ, პასუხი ვაგო ცილისწამებისათვის! ეს ხელწერილი ჩემს თვალწინ დაწერა, ჩემივე თხოვნით, ამ ცრუმღვდელმთავარმ”, - წერს სოციალურ ქსელში მამა გიორგი სხილაძე.

ამავე ფაქტს გამოეხმაურა დეკანოზი ზაქარია ფერაძე, რომელმაც მეუფე ზოსიმეს მხრიდან სტუდენტ კახა კალაძეზე სექსუალური თავდასხმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მაშინ მეუფე ზოსიმე არ დაუსჯიათ.

„სტუდენტი ძალიან მორწმუნე ახალგაზრდა იყო ეკლესიაში. ძალიან წესიერი იყო და ერთი პერიოდი რაღაც ძალიან აერია და ვეღარ ვცნობდით. ძალიან ცუდად იყო. მერე როგორც ჩანს გამოტყდა იქ და თქვა ეს ამბავი. ამის გამო მოხდა ეპისკოპოსის მხილება, რომ დაინტერესდა რამდენიმე სტუდენტი ამით.

მეუფე ზოსიმე მაშინ არა არ დაუსჯიათ. უბრალოდ, სტუდენტებთან შეთანხმებით წავიდა რამდენიმე დღით. საერთოდ უნდა წასულიყო, მაგრამ უშიშროებამ დააბრუნა”, -  განაცხადა დეკანოზმა.  

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ