ისვენებდა თუ არა კომაზე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "მთავარი" და "ფორმულა" დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშულა, რომ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად იმყოფებოდა.

თალაკვაძის თქმით, მედიას ინფორმაცია არ გადაუმოწმებია და ის ამ დროს პარლამენტში მუშაობდა.

„ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ არავის აქვს შესათანხმებელი, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ. მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ დეზინფორმაციაზე პასუხი გამეცა. თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად. ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ სინამდვილეში ვარ პარლამენტში, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში. როცა სიუჟეტს აკეთებთ და ინფორმაციას შემდეგ ამოწმებთ, ეს არის ძალიან ცუდი მედია სტანდარტი. სამწუხაროა, რომ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდით. გუშინ საზოგადოებას უმტკიცებდით, თითქოს ტბაზე ვისვენებ დევიდ ბექჰემთან, თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად. სასაცილო სიუჟეტი იყო. მედიის საქმიანობის ელემენტარული საფუძვლებია, რომ ჯერ უნდა გადაამოწმოთ ინფორმაცია და შემდეგ უთხრათ საზოგადოებას, რის თქმაც გსურთ. თქვენ ეს გააკეთეთ პირიქით. ამიტომაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ სიუჟეტი პოლიტიკური მოტივაციებით იყო განპირობებული" - აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარეს სიცრუის გავრცელებაში ამხელს.

კანდელაკის თქმით, არჩილ თალაკვაძე სტამბოლის რეისით მასთან და გიგი წერეთელთან ერთად ჩამოფრინდა.

"ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მიდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ" - წერს კანდელაკი სოციალურ ქსელში.

"მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს წერილით მიმართა 22 ნოემბრის ჩათვლით საზღვრის კვეთის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდონ.

პარლამენტის თავმჯდომარემ "მთავარი" დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშულა, რომ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად იმყოფებოდა. თალაკვაძის თქმით, ის ამ დროს პარლამენტში იყო და მუშაობდა.