ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა

ნიუ იორკში მცხოვრებმა ქართველმა არტისტმა დევიდ დათუნამ მაიამის არტ ბაზელზე გამოფენილი 120 000 დოლარიანი ბანანი კედლიდან ჩამოხსნა და შეჭამა. დათუნამ მაურისიო კატელანის ნამუშევარი Comedian – კედელზე წებოვანი ლენტით კრული ბანანი – ჩამოხსნა, გაფცქვნა და კამერების წინ შეჭამა.

“ეს ძალიან გემრიელი იყო,” განუცხადა მან New York Post-ს.
უკეთესი, ვიდრე ჩვეულებრივი ბანანი?
“რათქმაუნდა,” განაცხადა დევიდ დათუნამ, “მე შემიძლია შევჭამო ბანანი და ასევე ბანანის კონცეფციაც – იმიტომ რომ მე არტისტი ვარ და არა ჩვეულებრივი ადამიანი.”
“ნამუშევარს ხელს ნუ მოკიდებთ!” დაუყვირა დათუნას შემთხვევითმა მოწმემ, მაშინ როცა, დათუნა, სიტყვასიტყვით, თვითონ გახდა ნამუშევარი.

გალერეამ ინციდენტის გამო დაცვა გამოიძახა, თუმცა დევიდ დათუნამ შემთხვევის ადგილის დატოვება მოასწრო.

“ეს არ ეხება ნამუშევარს, ეს არტ პერფორმანსია,” განუცხადა დათუნამ the Post-ს.

“მიყვარს მაურისიო კატელანი. ერთი არტისტი ჭამს მეორეს, ეს მხიარული ამბავია.” – თქვა დევიდ დათუნამ და დაამატა “პერფორმანნს ‘მშიერი არტისტი’ ქვია.”
თავად გალერეაში აცხადებენ, რომ კატელანის ნამუშევარი არსებობას განაგრძობს.

“მან ნამუშევარი არ გაანადგურა!” განაცხადა გალერეის სპიკერმა “ბანანი წარმოადგენს იდეას.”

ერთი კვირით ადრე მაურისიო კატელანის ნამუშევარმა აურზაური გამოიწვია, როცა ფრანგმა კოლექციონერმა ბანანი 120000 დოლარად შეიძინა.