თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა

თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, 180-მდე პირი დაიღუპა.

თვითმფრინავი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უკრაინის საელჩო, უკრაინული ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზად, ტერაქტს ან სარაკეტო იერიშს ამ ეტაპზე გამორიცხავს,  ამის შესახებ ირანში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ  ზელენსკიმ, თეირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

"ჩვენი საელჩო ამ დროისთვის ამოწმებს ინფორმაციას ტრაგედიისა და დაღუპულთა შესახებ. ჩემი გულითადი სამძიმარი ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ოჯახსა და ახლობლებს,"- დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში.

ირანის ტელევიზიის ცნობით, თეირანის აეროპორტთან ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, 180-მდე პირი დაიღუპა.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა.

მომხდარს  საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა პირები „ტვიტერიე“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. ისინი დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.

საქართველო პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ პრეზიდენტი „ტვიტერში“  წერს.

„სიტყვები ვერ გადმოსცემს უკრაინის ავიახაზების კატასტროფას, წარმოუდგენელი კატასტროფაა. მე ვუცხადებ ღრმა მწუხარებას დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ნათია ბერულავა