HRW-ის ანგარიშის მიხედვით სამართალდამცველების დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა. მათ შორის, ერთერთი ნაწილი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევაში არასათანადო გამოძიებასა და მათ დაუსჯელობასა ან არასათანადო დასჯას ეხება.

როგორც Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული საქართველოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სამართალდამცავთა დაუსჯელობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

„საქართველოში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სამართალდამცავთა დაუსჯელობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გამოძიება საერთოდ დაიწყება, ის ხშირად არასათანადო, საჭიროზე ნაკლები სანქციებით მთავრდება. შესაბამისი უწყებები დაზარალებულებს ხშირად უარს ეუბნებოდნენ მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე და ართმევდნენ მათ საგამოძიებო მასალების გაცნობის შესაძლებლობასაც," - წერია ანგარიშში“, - წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2019 წლის იანვრიდან  სექტემბრისთვის სახალხო დამცვეის აპარატში 54 საჩივარი შევიდა, რომელიც ციხის პერსონალის ან პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობას შეეხებოდა.

2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 54 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა 52 საჩივრის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ სისხლისსამართლებლივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია 20 ივნისის მოვლენებსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ მომხდარის გამო ხელისუფლება პასუხისმგებლობის ცალმხრივად დაკისრებას ცდილობდა.

„20 ივნისის ღამეს პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ. ამ პროტესტის მიზეზი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაციის ყოფნა გახდა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმის ფარგლებში ეწვია საქართველოს.

ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადა, რა დროსაც პოლიციას აღჭურვილობას ართმევდა და აზიანებდა. სხვა მხრივ პროტესტი მეტწილად არაძალადობრივი იყო. სპეცდანიშნულების დანაყოფებმა, რომლებმაც თავიდან თავშეკავება გამოიჩინეს, შუაღამეს ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს დემონსტრანტებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ისინი მისდევდნენ და აპატიმრებდნენ ხალხს, ვინც შეკრებას ცდილობდა.

240 ადამიანს, მათ შორის 80 პოლიციელსა და 32 ჟურნალისტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება მიღებული დაზიანებების გამო. ბევრი მოქალაქე დაიჭრა რეზინის ტყვიებით თავში, ფეხებსა და ზურგში. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, ხოლო სასამართლომ 121 დემონსტრანტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა.

ხელისუფლება პასუხისმგებლობის ცალმხრივად დაკისრებას ცდილობდა. დაიწყო რა გამოძიება მასობრივი არეულობის მოწყობაზე,  სულ ცოტა, 19 ადამიანს წარედგინა ბრალი, რომელთაგან 15 წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა ამ ანგარიშის მომზადების დროს. ოპოზიციონერ პარლამენტარ ნიკა მელიას შინაპატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე სცნო, რითიც ბევრ დაშავებულ დემონსტრანტს გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა წაართვა. ნოემბერში, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულად კიდევ სამი ადამიანი იქნა ცნობილი.

პროკურატურამ სამ პოლიციელს წარუდგინა ბრალი უფლებამოსილების გადამეტების და დაკავებული დემონსტრანტის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. სამივე პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პოლიციელს გამოუცხადა საყვედური გადაცდომებისთვის, ხოლო 2 საქმე პროკურატურაში გადააგზავნა. პროკურატურამ სახალხო დამცველს მისცა უფლებამოსილება გასცნობოდა სამართალდამცავთა მოქმედებებზე მიმდინარე გომიძიების მასალებს“, - ნათქვამია ანგარიშში.

Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნეულ ანგარიშს ეხმაურბა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი და ხელისუფლების შავ ლაქას უწოდებს.

 „ეს არის ანგარიში არის ძალიან დიდი შავი ლაქა ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე. მოქალაქეების დაზიანების ფაქტები არ გამოუძიებია არავის დღემდე და არ დაუწყია გამოძიება, თუმცა ვნახეთ, რომ პოლიციელებს ძალიან სწრაფად მიანიჭეს დაზიანებულის სტატუსი. ეს არის ყველაფერი სწორედ ამ ანგარიშში ასახული, იმიტომ რომ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული ხელისუფლება ასე არ იქცევა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ანგარიში ასევე შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ. როგორც მან აღნიშნა, Human rights watch-ის ეს დასკვნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა და სამართალი არ არსებობს და ქვეყანაში პროკურატურა ერთი ადამიანის მიერ არის მითვისებული.

„ამ ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა და გადმოიფორმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელი პროკურორები, მოსამართლეები და არა მარტო გადმოიბარა, არამედ მთელი სიცოცხლის მანძილზე გააფორმა ისინი მუდმივად სასამართლოში. შესაბამისად, როდესაც მე ვლაპარაკობ ამ ორ ძალაზე, აქ ლაპარაკია იმ სიმახინჯეზე, რომლის დროსაც ერთი სიმახინჯე გადმოებარა მემკვიდრეობით მეორე სიმახინჯეს და ამას ჩვენ დავშლით, გავუკეთებთ სრულ დემონტაჟს და ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში დავამყარებთ სამართლიან სასამართლოსა და პროკურატურას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ნათია ბერულავა