ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა. 

ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის სასამართლომ ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. დღეს კი მას სისხლის სამართლის საქმეზე ახალი ბრალი წარედგინა. 

მისი დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც  ხულიგნობას გულისხმობს. მსგავსი ქმედება გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცმულობას და უხეშად არღვევს საზოგადებრივ წესრიგს ჩადენილი ძალადობის მუქარით.

გარდა ამისა, რობაქიძეს ბრალი სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილითაც წარედგინა , რაც გულისხმობს, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და მუქარას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ანრი ოხანაშვილის მიმართ, რომელიც ოჯახთან ერთად ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა, მისთვის უცნობმა მოქალაქემ მუქარა განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს, ხოლო ინციდენტში მონაწილე ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს სამ დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

გიორგი ჩაფიძე