როგორ აფასებს ოპოზიცია მორიგ კრიტიკულ წერილს, რომელიც გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკულ წერლს ამჯერად წარმომადგენელთა პალატის რესპუბლკელი წევრი, ბრაიან ბაბინი უგზავნის.

წერილში ამერიკის კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ უკუსვლასთან დაკავშირებით. ბაბინი უერთდება კინზინგერის და კონოლის შეშფოთებას, რომ დაპირებული დემოკრატიული რეფორმები არ გატარდა და მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა.

აღნიშნულ წერილს ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დღის ბოლომდე გაასაჯაროვონ ეს წერილი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავად „ნაცონალური მოძრაობა“ გაასაჯაროებს მას.

„მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას,რომ გაასაჯაროოს წერილი, რომელიც მიღებული აქვს დეკემბერში აშშ-ის სენატიდან.თუ ხელისუფლება დეკემბერში სენატიდან მიღებულ წერილს დღის ბილომდე არ გაასაჯაროებს, ჩვენ გავასაჯაროებს .მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს,გახარიასა და წულუკიანს არჩევანი, რომლის წინაშეც დღეს თქვენ დგახართ არის ძალიან ნათელი და ეს არჩევანი არ არის წერილსა და სიხარულს შორის იმიტომ, რომ წერილები უკვე ბევრი მიიღეთ“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ კონგრესმენები, რომლებმაც წერილები გამოგზავნეს უაღრესად შეწუხებულები არიან იმით, რაც ხდება საქართველოში და საითაც მიჰყავს ივანიშვილსა და მის გუნდს ქვეყანა. მისივე თქმით, თუ დღევანდელი ძალადობა და რეპრესიები გაგრძელდება, კონგრესმენების კრიტიკა გაღრმავდება.

„ყველა ეს კონგრესმენი არის უაღრესად შეწუხებული მათი პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესების გამო ,იმის გამო თუ რა ხდება საქართველოში და კერძოდ ივანიშვილს და მის გუნდს საით მიჰყავს ქვეყანა. ამან შეიძლება დააზარალოს საქართველოს ინტერესები და მათ აზრით, ამერიკის ინტერესებიც .ეს ტალღა ნიშნავს ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციას და თუ ის გააგრძელებს ძალადობისა და რეპრესიების დღევანდელ კურსს და არ წავა იმ ნაბიჯზე, რომ უკან წაიღოს შეურაცხყოფა და ქართველ ხალხს მისცეს ის, რაც გავრილოვის ღამეს დაღვრილი სისცხლის შემდეგ დაპირდა,მაშინ ეს ყველაფერი,რა თქმა უნდა, გაღრმავდება“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება მოძრობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ შექმნილი ვითარება და წერილები, რომლებსაც იღებს საქართველოს მთავრობა საგანგაშოა და „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე ახსნა-განმარტებები უნდა გააკეთოს, ან ხელისუფლებას ჩამოშორდეს.

„კეთილი ინებოს ბიძინა ივანიშვილმა, გამოვიდეს და ახსნას, რატომ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აფასებს „ოცნების“ მმართველობას და იმ კურსიდან გადახვევას, რისთვისაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ხალხი მუხლჩაუხრელად იბრძოდა. ეს არის შეფასება ქვეყნის კურსისა, რომელ მდგომარეობამდეც მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის საგანგაშო და ჩვენ არ უნდა ვიყოთ წერილების მიმღები. გააკეთონ ახსნა-განმარტება ან ჩამოშორდნენ ხელისუფლებას, რომელსაც ასე უნიათოდ და დამაზიანებლად მართავენ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.