NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

კალათბურთელ კობი ბრაიანტს, რომელმაც უამრავი სპორტსმენი შთააგონა, მსოფლიო ემშვიდობება. შეერთებულ შტატებში ბრაიანტის ფანები მის ხსოვნას პატივს მიაგებენ, ლოს ანჯელესში ბრაიანტის საპატივსაცემოდ, ქალაქი და აეროპორტი იასამნისფერ და ოქროსფერ ფერებშია განათებული.

ლოს ანჯელესის აეროპორტის ადმინისტრაცია Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ბრაიანტს ემშვიდობება და წერს:

„კობი იყო ლოს ანჯელესის სიმბოლო,ჩვენ ვუერთდებით მის ოჯახს,ქალაქს,ფანებს და ყველას, ვინც დღეს დილით კობი დავკარგეთ“.

კობი ბრაიანტის ოჯახს, მეგობრებსა და ფანებს კალიფორნიის წარმომადგენელმა მაქსინ უოთერსმაც მიუსამძიმრა.

„ამ დილით ჩვენ დავკარგეთ ჩვენთვის საყვარელი ლეგენდარული კალათბურთელი.ჩვენი ქალაქი არასდროს დაივიწყებს მას და მის დანატოვარს“, - წერს უოთერსი სოციალურ ქსელში.

NBA-ის ლეგენდის გარდაცვალების შემდეგ, არაერთმა დიდებულმა მოთამაშემ გამოთქვა მწუხარება.  რეალ მადრიდის ფეხბურთელებმა ვარჯიშის დაწყების წინ წუთიერი დუმილი მიაგეს კობი ბრაიანტის ხსოვნას და მოვლენის ამსახველი ფოტო Twitter- ზე გამოაქვეყნეს.

„მანჩესტერ იუნაიტედის" და საფრანგეთის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ Twitter- ზე დაწერა: „გმირები მოდიან და მიდიან. ლეგენდები საუკუნოდ რჩებიან."

ბარსელონასა და არგენტინის ფორვარდმა ლიონელ მესიმ Instagram- ზე Bryant- ის სურათი გამოაქვყნა წარწერითდა: „მე სიტყვები არ მყოფნის ... დიდი სიყვარული ჩემგან კობის ოჯახსა და მეგობრებს. სასიამოვნო იყო,რომ მას ვიცნობდი და კარგ მომენტებს ერთმანეთს ვუზიარებდით. გენიოსმა დაგვტოვა. ”

კობი ბრაიანტს ემშვიდობება ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულიაც, რომელმაც TV პირველთან საუბრისას განაცხადა:

„კობი ბრაიანტი ერთ-ერთი არა, ყველაზე მაგარია, ვის წინააღმდეგაც მითამაშია“.

კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. ვერტმფრენი დღეს დილით, კალიფორნიაში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან ყველა გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის იყო ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილიც.

„საუკეთსო რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ გარეთ გადიხარ, გარშემო ყველგან გულშემატკივრები არიან და ის ჩემს გვერდით დგას“,-ამბობდა ბრაიანტი თავის ქალიშვილზე,რომელთან ერთადაც იგი ვერტმფრენში იმყოფებოდა.