Xbox One თუ Ps4 რომელია საუკეთესო ფლეისთეიშენი

ზოგადად ფლეისთეიშენი შეიძლება ბევრი მიზეზის გამო დაგჭირდეთ. ეს არის განტვირთვის საშუალება სამსახურში სახლში თუ მეგობართან და რაც მთავარია თქვენ შეძლებთ დაისვენოთ მარტოც და მეგობრებთან ერთადაც.

თუ უკვე გადაწყვიტეთ რომ მსგავსი გართობა თქვენი სტილია, ვეცდებით გაგარკვიოთ ბაზარზე არსებულ კონკურენციაში.

პირველ რიგში Xbox one და Ps4 ორივე არის მაღალ გაყიდვადი პროდუქტი, დიდი თამაშების ბიბლიოთეკით და უნიკალური კონტენტით.

ძირითად განსხვავებას ამ ორ ბრენდს შორის მხოლოდ გეიმერები მიხვდებიან, ორივე კომპანიას შესყიდული აქვს კონკრეტული სათაურის თამაშები და ამ თამაშებს თავისი მიმდევრები ყავთ. მაიქროსოვთის X box one - თვის ეს არის Gears 5Forza Horizon 4Halo 5, Ori და the Blind Forest, Sunset Overdrive. თუმცა სონი სთავაზობს მომხმარებელს Ps4-ში ამ თაობის ყველაზე ცნობილი თამაშების ექსკლუზვს Uncharted 4Marvel's Spider-ManHorizon: Zero Dawn და God of War.

არის არაერთი დასახელების თამაში რომელიც აქვს ორივე ფლეისთეიშენს, თუმცა ითვლება რომ სონის მეტი თამაში აქვს ჩხუბზე, ბრძოლაზე, შერკინებაზე.

ასევე უნდა აღინიშნოს რომ X box აქვს უფრო კარგად ადაპტირებადი სისტემა, როდესაც საქმე ქსეულურ ტამაშზე მიდგება, თუ თქვენ გსურთ ქსელში მეგობრებთან თამაში, ეს ფლეისთეიშენი საუკეთესოა, მაგალითად Minecraft, Fortnite, Ark: Survival Evolved, Rocket League და Astroneer-ის თამაშისას.

სონის და მაიქროსოფთს აქვთ სხვადასხვა გადახდის სისტემა თუმცა საბოლოო ჯამში ორივე ერთსა და იმავე საფასო კატეგორიაშია და გადმოსაწერი ტამაშების ფასები არ განსხვავდება.

ყველაზე საინტერესო ისაა რომ თქვენ შეძლებთ ეს თამაშები პერსონალურ კომპიუტერზეც ითამაშოთ, თუმცა ფლეისთეიშენის შეგრძნებებს თავისი უნიკალური ხიბლი აქვს.  ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის კი ეს ყველაზე სანუკვარი საჩუქარია.