კობი ბრაიანტი

დღეს მთელი მსოფლიოსთვის რთული და სევდიანი მომენტია, რადგან სპორტმა დაკარგა ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი კობი ბრაიანტი. სამწუხაროდ ამ უბედურ შემთხვევას მისი 14 წლის შვილიც შეეწირა და ერთადერთი რაც შეგვრჩენია ეს არის მისი ხსოვნა თბილი სიტყვებით და მოგონებებით შევინახოთ.

მათთვის ვინც არ იცნობს ამ სპორტსმენს მოგიყვებით, რომ მისი კარიერა დაიწყო 18 წლის ასაკიდან როდესაც ლოს ანჯელესის ლეიკერისთვის ითამაშა და მას მერე წარმატებით მიმდინარეობდა. არაერთხელ გაუკვირვებია თაყვანისმცემლები ნიჭიერი თამაშით. ეს რთული გზა იყო თუმცა მან ერთადერთმა მოახერხა, მკაცრი NBA-ს შეზრუდვების მიუხედავად,  სკოლიდან პირდაპირ უმაღლეს ლიგაში მოხვედრა.

მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ ფანები და მორთეს შემთხვევის ადგილი სანთლებითა და წერილებით.

Continuing to move the game forward @KingJames . Much respect my brother ????????

ეს არის მისი ბოლო განცხადება ტვიტერზე, რომელიც ხაზს უსვამს მის მებრძოლ სულს და ოჯახისადმი პატივისცემას.

ამ სამწუხარო შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ შემტხვევითობები ხშირად ხდება, მათი გაკონტროლება არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია, ამიტომ სიცოცხლეშივე უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ოჯახის წევრებზე და მათ მომავალზე, ვუზრუნველყოთ მათი ყოფა იმ შემთხვევისთვის თუ ჩვენ რაიმე მოგვივა. სამწუხაროდ ყველაფრისგან დაზღვეული ვერავინ იქნება, თუმცა არსებობს სიცოცხლის დაზღვევა როგორც გარანტი, მსგავსი შემთხვევების დროს.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ხსოვნა იყოს ყველასი ვინც ამ საზარელ ავიაკატასტროფას შეეწირა.