სპარში ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ - დამნაშავე პასუხისგებაში მისცეს

ტრანსგენდერი ქალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო ერთი ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.   ტრანსგენდერი ქალის ინფორმაციით, რომ თავის სამუშაო ადგილას, სუპერმარკეტების ქსელ “სპარში”, მომხმარებელმა, მისთვის უცნობმა პიროვნებამ, ტრანსფობიურ ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 დაზარალებულის ინფორმაციით, საღამოს საათებში სუპერმარკეტში შევიდა მომხმარებელი, რომელმაც ტრანსფობიური კომენტარი გააკეთა მის გენდერულ თვითგამოხატვასთან დაკავშირებით, ბრალდებულმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  დაზარალებულმა მიმართა პოლიცია,. რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. საქმეში “თანასწორობის მოძრაობის” ჩართვის შემდეგ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე აღნიშნული პიროვნების ვინაობა დაადგინეს და დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საპატიმრო გირაო 2000 ლარის ოდენობით. საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის მოტივი. “თანასწორობის მოძრაობა” იცავს დაზარალებულის ინტერესებს.

აღსანიშნავია, რომ ტრანსგენდერი ქალი ამ ინცინდენტის შემდეგ (დამატებით მძიმე სამუშაო პირობების გამოც), სპარში, სადაც არ არსებობს დაცვა მსგავსი შემთხვევებისას დასაცავად, იძულებული გახდა სამუშაო დაეტოვებინა.