ბიზნეს სესხი

ბიზნესი ისეთი სფეროა სადაც მუდმივი განვითარების გარეშე სამწუხაროდ არაფერი გამოდის. მუდმივ განვითარებას კი მუდმივი ინვესტირება ჭირდება. ზოგჯერ ისე ხდება რომ გვაქვს სრულყოფილი ბიზნეს გეგმა თუმცა არ გვაქვს ფინანსები, ან არსებული ბიზნესის განვითარების რომელიმე ეტაპზე დიდი ინვესტიცია გვჭირდება, იმაზე მეტი ვიდრე გვაქვს, ამ შემთხვევაში ბიზნეს სესხი სრულყოფილი გამოსავალია.
ბიზნეს სესხი  არ არის იგივე რაც სამომხმარებლო სესხი, სამწუხაროდ ეს პირველი ყველაზე დიდი შეცდომა არის. ბიზნეს სესხი რადიკალურად განსხვავდება პირველ რიგში ბანკის დამოკიდებულებით მომხმარებელთან, თანხის ოდენობით და შეთანხმების ფორმით.
რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ბანკი ბევრად მეტ ინფორმაციას ითხოვს ქონების, ბიზნესის და სესხის დანიშნულების შესახებ, რაც ლოგიკურია. მეორეს მხრივ კი ბანკი გიყურებთ როგორც საქმიან პარტნიორს ამიტომ ნებისმიერი სახის გადავადება, ცვლილება, თანხის გაზრდა და ა.შ განხილვადია, რაც სამოქმედო ასპარეზს ერთი ორად ზრდის და ამარტივებს.
თქვენ შეხვდებით საკრედიტო ექსპერტს, რომელიც სამომავლოდ ბანკში თქვენი წარმომადგენელი იქნება, ჩვენი რჩევაა რომ დაინტერესდეთ სესხთან დაკავშირებული ყველა დეტალით და ინფორმაციის გაცვლის პროცესი იყოს ორმხრივი. ეს სამომავლოდ გაგიადვილებთ სესხთან დაკავშირებულ ყველა ეტაპზე ნებისმიერ პროცესს და სამომავლო სესხების დაგეგმვას.
სასურველია თავადაც სწორად გქონდეთ გააზრებული თქვენი შესაძლებლობები და ბანკსაც ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოთ, რომ მასაც სწორი სურათი დაუხატოთ თქვენი მდგომარეობის შესახებ. თუ ბანკი სესხზე უარს გეტყვით შესაძლოა მოგიწიოთ იმაზე დაფიქრება მართლა ღირს თუ არა სესხის აღება, რადგან ბევრად უფრო გამოცდილ და ამ საქმეში ჩახედულ ადამიანებთან გექნებათ შეხება.
ბიზნეს სესხები არ გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით სამომხმარებლოსგან განსხვავებით, თუმცა აქაც არის ნაირსახეობები იმის მიხედვით თუ განვითარების რა ეტაპზეა თქვენი ბიზნესი, ამიტომ გაეცანით ამ მიმართულებებს, შესაძლოა თქვენზე სრულყოფილად მორგებული ვარიანტი აღმოაჩინოთ.
გახსოვდეთ რომ ბიზნეს სესხი არ არის საჩუქარი, ეს არის ფულადი ვალდებულება, რომელსაც თქვენს თავზე იღებთ, ამიტომ კარგად უნდა გქონდეთ გააზრებული რისთვის გჭირდებათ, ეს ბანკთან კომუნიკაციაშიც დაგეხმარებათ, რადგან ბანკი არასდროსაა დაინტერესებული ბიზნეს პარტნიორების გაკოტრებით, პირიქით მის ინტერესებშია სწორად წარმართული, თანამედროვე, წარმატებული, მომგებიანი ბიზნესი. ბიზნეს სესხი საუკეთესო გამოსავალია გაფართოების ან ახლის წამოწყების ეტაპზე, როდესაც ვარაუდობთ რომ მოგება გაიზრდება. 
კიდევ ერთხელ გირჩევთ გაეცნოთ ყრადღებით ყველა ტიპის შეთავაზებას ბიზნეს სესხებთან დაკავშირებით და ენდოთ მხოლოდ პროფესიონალებს.  გისურვებთ წარმატებულ ბიზნესს!