ხელისუფლება და ოპოზიცია ირაკლი შოთაძის გენპროკურორობის კანდიდატად წარდგენას განსხვავებულად აფასებს

საპროკურორო საბჭომ დღეს, კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოხვდა. კენჭისყრაზე შოთაძემ ყველაზე მაღალი, 10 ხმა მიიღო.

შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშნავს განსხვავებულად აფასებენ მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ირაკლი შოთაძემ დააფიქსირა.

„კენჭისყრის პროცედურის შედეგად ოთხი კანდიდატია გამოვლენილი. რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, დააფიქსირა ბატონმა ირაკლი შოთაძემ . მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ირაკლი შოტაძეს დავუჭირე მხარი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, მიიღო ბიძინა ივანიშვილმა და გააფორმა საპროკურორო საბჭომ. მისივე თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ ქვს, შოთაძე შეასრულებს ივანიშვილის დაკვეთას, თადუმაძე, ბასიაშვილი თუ ფარცხალაძე.

„კენჭირსყრის შედეგები ნათელია. ეს იყო გადაწყვტილება, რომელიც მიიღო ივანიშვილმა და გააფორმა საპროკურორო საბჭომ. ისევე, როგორც შემდგომ საპარლამენტო უმრავლესობა მორჩილად გააფორმებს და ივანიშვილს ეყოლება შოთაძე მეორედ გენერალური პროკურორის რანგში. ეს არის საზოგადოების დაცინვდა, შეურაცხყოფა. არსებითი მნიშვნელობა ივანიშვილის დაკვეთაც შოთაძე შეასრულებს დავალებას, ფარცხალაძე, თადუმაძე, ბასიაშვილი თუ ვინმე სხვა, არ აქვს. უბრალოდ ეს ნაბიჯი მიუთითებს, რომ ივანიშვილი არ არის ადეკვატური და საზოგადოების აზრს არ ითავლსიწინებს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭო ივანისვილის პირადი საბჭოა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას კვლავ დაიკავებს.

„საპროკურორო საბჭო არ არის სახელმწიფო დაწესებულება. საპროკურორო საბჭო, ესაა ივანიშვილის პირადი საბჭო. არ არის ეს სერიოზული პროცესი. შოთაძე იქნება გენერალური პროკურორი და საპროკურორო საბჭო ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.