ფრიდონ ფუტკარაძე შუახევი-ჩირუხის მიმართულებით სამუშაოებს გაეცნო

შუახევში, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციული ერთეულების და სოფლების მიმართულებით გზების გაწმენდითი სამუშაოები. 

სამუშაოებში აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, უშუალოდ ჩართული არიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, მერის რწმუნებულები და სოფლის თანაშემწეები. 

შუახევი - ჩირუხის მიმართულებით გზის გაწმენდით სამუშაოებს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე პირადად გაეცნო. 

დილიდან მუნიციპალიტეტში მუშაობს აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის 20 ერთეული და მერიის 1 ერთეული ტექნიკა. 

13:30 საათის მონაცემებით ელექტროენერგია აღუდგა მოსახლეობის ნაწილს. ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღის ბოლომდე ეტაპობრივად ყველა სოფელს აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება.