საქართველოში კორონავირუსი დადასტურდა - რეკომენდაციები თავდაცვისთვის

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა. დაინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც, აზერბაიჯანიდან საქართველოში გუშინ შემოვიდა. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დავადებული პაციენტის ასაკი 50 წლამდეა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ვირუსი  საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან გუშინ შემოვიდა.

„სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ლუგარის ლაბორატორიიდან ინფორმაცია, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. ის გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში. მსურს მოგახსენოთ, რომ საბაჟო ზოლზე შემოწმდა მოქალაქე, ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომელიც იმყოფებოდნენ სრულიად ეკიპირებულები, ვინაიდან მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას. ეს ამცირებს მათი დაავადების რისკს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის, პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება ამ ეტაპიასთვის.

19-nCoV ადამიანიდან ადამიანზე ახლო მანძილზე ვრცელდება, როგორც სხვა რესპირატორული დაავადებები, მაგალითად გრიპი. დაავადების გადაცემა შესაძლოა მოხდეს დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფილი ჰაერწვეთოვანი გზით.

მეცნიერთა მოსაზრებით ხველის ან ცემინების დროს გამოყოფილი ნერწყვის/ლორწოს წვეთს რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე გავრცელება ან ჰაერში 10 წუთამდე გაჩერება შეუძლია.

შესაძლებელია, რომ ეს წვეთები სხვა ადამიანს ან პირდაპირი კონტაქტის გზით შეხვდეს ან დააინფიციროს სუბიექტი, თუ იგი ხელით შეეხება ისეთ ზედაპირს (და შემდეგ სახესთან ექნება კონტაქტი), რომელზეც ვირუსია გავრცელებული. თუ გვსურს რომ არავინ დავაავადოთ საჭიროა სწორად დავახველოთ და დავაცემინოთ. ამობეჭდეთ მოცემული ილუსტარცია და თვალში საცემ ადგილას, სახლში ან ოფისში გააკარით.

• თავი შეიკავეთ სანამ ქაღალდის ხელსაწმენდს არ მოიძიებთ

• დაახველეთ და დააცემინეთ ხელსახოცის აფარების შემდეგ, მაშინვე გადააგდეთ და ხელები დაიბანეთ

• აიფარეთ იდაყვი, შემდეგ დააცემინეთ და დაახველეთ 

• არავითარ შემთხვევაში არ აიფაროთ ცხვირ-პირზე შიშველი ხელისგულები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ხელები გადაიქცევა ბიოლოგიურ იარაღად

• ღიად დაცემინება და დახველება არ არის სასურველი (თუმცა თქვენ ეს უკვე იცით)

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არსებულ კორონოვირუსს განიხილავს,როგორც პოტენციურ ებოლას და გვირჩევს მოგზაურობისგან თავის შეკავებას.
ტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს:

•  რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;

•  ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;

•  თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან და/ან გარეულ ცხოველებთან;

•  რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი;

•  სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს სტანდარტული ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.

რეკომენდაციები საერთაშორისო მოგზაურთათვის

•  მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს;

•  მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი) ცხოველთა ბაზრებს, ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი);

•  ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;

•  ხანში შესულმა და ჯანმრთელბის პრობლემების მქონე მოგზაურებმა უხანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას, გამგზავრება უნდა შეათანხმონ თავიანთ სამედიცინო დახმარების მიმწოდებელთან.