იარაღით სელფის გადაღების დროს ძიძამ ბავშვი დაჭრა

ძიძამ  რომელიც ჰიუსტონში ცხოვრობს, იარაღით სელფის გადაღების დროს, საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებული 10 წლის ბავშვი დაჭრა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს. 
25 თებერვალს, საღამოს, ოჯახის წევრებმა კეტლინ სმიტს მისი ძმიშვილი დაუტოვეს . კეტლინმა სახლში იარაღი იპოვა, რის შემდეგაც ის და მისი ძმიშვილი კამერის წინ პოზირებდნენ იარაღით ხელში.
სწორედ ამ მომენტში, კეტლინს სრულიად შემთხვევით სასხლტზე თითი დაეჭირა, ტყვია 10 წლის ბიჭს მუცელში მოხვდა. ბავშვი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში სასწრაფოს დახმარებით საავადმყოფოში გადაიყვანეს .

10 წლის ბიჭს იმ დღესვე გაუკეთდა ოპერაცია, რის შემდეგაც ექიმებმა ოჯახის წევრებს  აცნობეს, რომ პაციენტი ძალიან მალე სრულად გამოჯანმრთელდებოდა. 

კეტლინ სმიტი არასრულწლოვნისთვის მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით დააპატიმრეს.  სასამართლო  28 თებერვალს გაიმართება.