სკოლაში ბულინგის მსხვერპლ ბიჭს ათასობით უცნობი ადამიანი გამოეხმაურა

 

 ათასობით ადამიანი გამოეხმაურა სკოლის მოსწავლეს , რომელსაც ჯუჯა აღნაგობის გამო თანაკლასელები აბულინგებდნენ. ისინი ვიდო მიმართვებს და საჩუქრებს უგზავნიდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით - წერს Daily Mail.


 კვირას, 19 თებერვალს ავსტრალიის მცხოვრებმა, ბრისბენ იარაკა ბელსმა, საკუთარ ფისბუქ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი 9 წლის შვილი თანაკლასელების დაცინვის გამო ტირის  - " თავის მოკვლა მინდა", ამბობს ატირებული ბავშვი. ბულინგის მიზეზი აკლენდროპლაზია, იგივე ჯუჯას სინდრომია, რომლითაც პატარა ბავშვია დაავადებული. 


 დედის თქმით, პატარა ქუოდენმა , ბოლო სამი წლის განმავლობაში თავის მოკვლა რამდენიმეჯერ ცადა, ვიდეოში ბრისბენი  სხვა დედებს საკუთარ შვილებთან დალაპარაკებას თხოვს. მისი აზრით თუ მშობლები საკუთარ შვილებს აუხსნიან ურთიერთობის, ქცევის და მიმართვის წესების შესახებ სიტუაცია შეიცვლება.


 ბეილსის თქმით, იგი მაქსიმალურად ცდილობს ფართო საზოგადოებას არასდროს აჩვენოს ის ტკივილი რასაც ყოველდღიურად მისი შვილი განიცდის, მაგრამ ამჯერად მან გადაწყვიტა ყველასთვის ენახებინა, სკოლაში ბულინგმა რა მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს ბავშვი. მან ინსტაგრამზე ქუოდენის მხარდასაჭერად გვერდი შექმნა. იმავე საღამოს უამრავი შეტყობინება მიიღო სრულიად უცნობი ადამიანებისგან, სადაც ისინი მწუხარებას გამოთქვამდნენ ბავშვის მდგომარეობის გამო. 
ადგილობრივმა მორაგბეებმა მხარდასაჭერი ვიდეო რგოლი გადაიღესა, სადაც პატარას ამხნევებდნენ, ეუბნებოდნენ რომ საჭიროების შემთხვევაში მის გვერდით იქნებოდნენ და მორიგ მატჩზე,  მოედანზე გაყვანასაც დაჰპირდნენ.


 პატარა ქუოდენმა არ დატოვა გულგრული სხვა სოციალური ქსელის მომხმარებლებიც. ისინი აღშფოთებას გამოთქვამდნენ სკოლაში მომხდართან დაკავშირებით - " არცერთი ბავშვი არ იმსახურებს მსგავს მოპყრობას. პატივი უნდა ვცეთ თითეულს განურჩევლად რასისა, ვიზუალისა, სქესისა თუ ეროვნებისა ", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.


 ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია კომიკოს ბრედ უილიამსს. ქუოდენის დასახმარებლად ბრედმა ფონდი გახსნა GoFundMe- ზე, სადაც ერთ დღე-ღამეში 200 ათასი დოლარი შეაგროვა. აღწერაში ბრედი წერს, რომ იგი ქუოდენის და დედამისის აშშ - ში ჩამოყვანას და დისნეილენდში გასართობად წაყვანას გეგმავს - „ის ჩვეულებრივი ბავშვია, რომელიც იმსახურებს სიყვარულსა და ბედნიერებას. მინდა დავუმტკიცო, რომ მსოფლიოში არსებობენ კეთილი ადამიანები", - განაცხადა ბრედ უილიამსმა.