მსოფლიო საფონდო ბირჟა, კორონავირუსის გამო 1987 წლის კრიზისს განმეორებით 2020 წელს განიცდის

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინვესტორების კორონავირუსის გავრცელების შიშმა , ფასიანი ქაღალდების ბაზრის ნგრევა გამოიწვია. მსოფლიო ეკონომიკის სტიმულირებისთვის ხელისუფლება სხვადასხვა გზებს მიმართავს თუმცა, ვარდნის შესაჩერებლად  ეს საკმარისი არ არის.


აშშ - ში Dow Jones და S&P 500 - 9,5% - ით , დიდ ბრიტანეთში ფასიანი ქაღალდების ინდექსი  10% - ით დაეცა, რაც 1987 წლის შემდეგ პირველი მსგავსი ვარდნაა ისტორიაში.


აშშ - ს და ევროპის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, ცენტრალურმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირეს, თუმცა ინვესტორებისთვის იმედის მომცემი არ აღმოჩნდა. 
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე საფონდო ბირჟები კრახის ზღვარზეა.
ხუთშაბათს ნიუ - იორკის საფონდო ბირჟის გახსნას აქციების მკვეთრი ვარდნა მიჰყვა რის გამოც ვაჭრობა 15 წუთით შეწყდა. თუმცა 15 წუთის შემდეგ , ვაჭრობის განახლებისთანავე აქციბის ფასმა ვარდნა კვლავ განაგრძო.


შეგახსენებთ, რომ დღეს, ნავთობის ფასის 30% - იან ვარდნას გლობალურად საფონდო ინდექსების ვარდნა მოჰყვა.  ავსტრალიის S&P/ASX 200 - ის ინდექსი 7.3%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა.


იაპონიის წამყვანი Nikkei 225-ის ინდექსი 5.1%-ით დაეცა, ჰონგ-კონგის ბირჟის ჰანგ-სენგის ინდექსი - 4.2%-ით, შანგჰაის კომპოზიტური ინდექსი კი, 3%-ით დაეცა.
ევროპული საფონდო ბირჟები გახსნისთანავე დაეცა, დიდი ბრიტანეთის FTSE 100 ინდექსი 8.5%-ით დაეცა, გერმანიის მთავარი DAX-ის ინდექსი 7.4%-ით დაეცა, იტალიის მთავარი ინდექსი კი 7.1%-ით დაეცა. 


"ბაზრები ზღვარზეა", - ამბობს ნილ ვილსონი, Markets.com - ის უფროსი ანალიტიკოსი. "არავინ იცის როგორ გამოიყურება მთლიანი ეკონომიკა დროებითი შეფერხების გამო." 
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას  - დროებით ჩაეკეტა საზღვარი ევროპის ქვეყნებისთვის, ტურისტული ფირმების აქციების ვარდნა მოჰყვა.
ფასიანი ქაღალდების ბაზარი 9 მარტს აზიაში, იაპონური Nikkei 225  ინდექსის 4,4% გაუფასურებით დამთავრდა. 


ბოლო კვირის განმავლობაში ბაზრებმა ჯამში 20 % დაკარგეს, რაც შესაძლო რეცესიაზე მიგვანიშნებს. 
BBC - ის ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ დასავლეთის სამმა მთავარმა, ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი სახსრების დიდი ნაწილი კორონავირუისი გავრცელების შეჩერებას მოახმარეს , თუმცა უშედეგოდ.
"ვერ ვხვდებით ასე რას უნდა შეეშინებინა ინვესტორები, ბოლო ათი დღის განმავლობაში, ცენტრალურმა ბანკებმა ძალისხმევა არ დაიშურეს ვარდნის შესაჩერებლად. გულწრფელად გითხრათ აქ ახალი არაფერია, ტრეიდერების უმეტსესობამ იცოდა კორონავირუსი რა შედეგამდე მიიყვანდა მსოფლიო ეკონომიკას, ამიტომ დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში რეცესიას ვვარაუდობთ", - განაცხადეს საფონდო ბირჟის დამკვირვებლებმა.


 ამ ეტაპზე ეკონომიკური სიტუაცია უარესდება ევროპის მასშტაბით, ევროპის ბაზრებზე მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირა და გაატარა რიგი ღონისძიებები კოროვირუსის პანდემიის ეკონომიკაზე ზეგავლენის შესამცირებლად. ამის შესახებ ინფორმაციას „CNN” ავრცელებს.


მათი ინფორმაციით, ევროპული ძირითად ბაზრებზე FTSE 100 შემცირდა 4%-ით, ფრანგული CAC დაეცა 5%-ით, ხოლო გერმანული Dax 5% –ით შემცირდა.
ესპანური Ibex 4% -ით დაეცა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქვეყნა ბლოკადაში მოაქცია.
მსოფლიო მედია ალაპარაკდა იმაზეც, რომ ავიაკომპანიების მხირდან არაეფექტური ნაბიჯი იყო, გლობალური მოგზაურობის შეზღუდვების საპასუხოდ, ფრენების გაუქმების შესახებ განაცხადეს.