ქვეყანაში მარაგები კონტროლდება - მინისტრები მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდებენ

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ქვეყანაში არსებული მარაგებია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული მარაგები კონტროლირებადია და საზოგადოებას სიმშივიდისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, ლარსზე 1000-ზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანაა გაჩერებული ,რადგან კლიმატური პირობებების გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო, შეჩერებულია გაწმენდითი სამუშაოები.

„ჩვენი სამინისტროს მხრიდან სურსათის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინრეობს სხვადასხვა მომწონდებელთან კომუნიკაცია. იმისთის, რომ ქვეყანაში სურსათის მიწოდების პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ვარხორციელებთ სრულ მონიტორინგს. ასევე ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე, ეს არის დაახლოებით 22 იდენთიფიცირებული პროდუქტი, იმის გამო, რომ ჩვენი მოწოდების მიუხედავად, ვხედავთ პანიკურ მოთხოვნას და ფაქტიურად უკონტორლო შესყიდვას ბევრ სუპერმარკეტსა თუ საცალო ობიექტზე, დღის განმავლობაში ზოგიერთ ასაწონ ბურღულეულზე იყო გარკვეული შეფერხება, ეს არის ერთადერთი მიზეზის გამოწვეული. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მარაგები კონტროლდება ქვეყანაში და მოვუხმობთ მოსახლეობას, რომ სიწყნარისკენ. შეკვეთები არის გზაში, კლიმატური პირობების გამო, ერთის მხრივ, ფოთში შემოსული გემებიდან პროდუქტის ჩამოტვირთვა რთულდება. მეორე მხრივ, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოს შორის დამაკავშირებელ მარშუტებზე არის სირთულეები და ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი, დაახლოებით 1000-ზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დღეს დგას ლარსზე, რადგან გაწმენდითი სამუშაოები არის შეზღუდული ზვავსაშიშრეობის გამო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა მოხდება, რომლის შედეგადაც მოხდება კვების დეფიციტური პროდუქტების წარმოება.

„გვაქვს მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება. აქამდეც სახელმწიფო და ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგების განვითარებასა და აღორძინებაზე, რომელზეც ვხედავთ, რომ დღესდღეობით ყველაზე დიდი მოთხოვნაა, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე. ამ დარგების ჩამონათვალს უახლოესი დღეების განმავლობაში წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს. ასევე მე და ჩემმა კოლეგა ლევან დავითაშვილმა მივიღეთ დავალება ჩვენი პროგრამები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გადავაწყოთ იმგვარად, რომ სწორედ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი. იქნება ეს კვების დეფიციტური პროდუქტების წარმოება თუ რაიმე სხვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

გიორგი ჩაფიძე