კორონავირუსთან დაკავშირებული განსხვავებული პრევენციის ზომები ქაოსს იწვევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით

,,ყველა შტატი, ყველა ქალაქი განსხვავებულ წესებს იღებს. ეს დამაბნეველია, ეს ქაოსია" - ნიუ იორკის მთავრობის წევრი ენდრიუ კუომო.

ასობით მილიონი ადამიანი აღმოჩნდა სხვადსხვა სახის კარანტინში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგანაც მთავრობა ცდილობს შეაჩეროს ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, მაგრამ რადგანაც სხვადასხვა მთავრობა სხვადასხვა სახის ფორმებს ირჩევს ბევრი ადამიანი დაიბნა. 


მაშინ როდესაც ერთ ქვეყანაში სკოლები დახურულია სხვაგან ბავშვები კვლავ ესწრებიან სასწავლო პროცესს, რესტორნები დაიკეტა, მაგრამ მაღაზიები ღიაა, რაც მოსახლეობას კიდევ უფრო აბნევს.
კარანტინის ზომები ნაწილობრივ დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის გავრცელების სიხშირეზე. მკვეთრი განსხვავებები განსაკუთრებით თვალშისაცემია ევროპაში. 


ზოგიერთმა ქვეყანამ მათ შორის იტალიამ და ესპანეთმა გამოაცხადეს საგანგებო სიტუაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაკეტეს ყველა სამსახური გადაუდებელი სამსახურების გარდა, მოსახლეობას სახლებში დარჩენა უბრძანეს, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მათ ფულადი ჯარიმით სჯიან. 
მსგავსი მკაცრი წესები ყველა ქვეყანაში არ არის. მაგალითად დიდ ბრიტანეთში მოსახლეობას ურჩიეს ზედმეტი კონტაქტებისგან და მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ. 


პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადება, ორშაბათ საღამოს, რომელიც წარმოადგენდა მთავრობის რჩევებს ზედაპირულ განცხადებად შეაფასეს. 


ლონდონის იმპერიული კოლეჯის უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა რომ მსუბუქ  აკრძალვებს დამანგრეველი ეფექტის მოტანა შეეძლო ქვეყნისთვის, მაგრამ ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ის არ დაკეტავდა სკოლებს და არ აიძულებდა ჯარიმით და სამართლებლივი წესით აკრძალვებზე დამორჩილებას.
 „რადგანაც დიდი ბრიტანეთი ჩამოყალიბებული და დემოკრატიული სახლემწიოა, სადაც ხალხი მთავრობის რჩევებს ითვალისწინებს”, - განაცხადა პრემიერმა. 


ამ განცხადების შემდეგ მთავრობას მოუწია პასუხის გაცემა ვიდეოზე, სადაც ბრიტანელი ტურისტები ესპანეთში არ ემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნას სასტუმროში დარჩენაზე. 
საფრანგეთის სახლემწიფო ამ დროს რადიკალურ ზომებს იღებს. ხელისუფლება 100 000 პოლიციის ოფიცერს მოუწოდებს გააკონტროლონ კარანტინის ზომების დაცვა. 


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტნელიმ ორშაბათს გააფრთხილებდა ყველა ვინც დატოვებდა თავიანთ სახლს, მიზეზის დასაბუთება მოუწევდათ .
„იმისთვის რომ გადაადგილდნენ , თითოეულ მოქალაქეს დოკუმენტი დაჭირდება, სადაც გადაადგილების მიზეზს დაასაბუთებს” - განახადა საგარეო საქმეთა მინისტრმა


ევროკავშირმა ორშაბათს დაანონსა, რომ საზღვარს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩაკეტდნენ. ევროკავშირის ქვეყნებმა ესპანეთმა, საფრანგეთმა და დანიამ ჩაკეტეს საზღვარი ევროკავშირის ქვეყნებთან, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანებს კვლავ აქვთ მოგზაურობის საშუალება.
ასეთივე დამაბნეველი სიტუაციაა აშშ -ში. სადაც ფედერალურმა მთავრობამ გაასაჯაროვა რჩევები, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. ისინი ხალხს ათ ადამიანზე მეტის თავშეყრისგან და ბარ-რესტორნებში სიარულისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. 


თუმცა სხცადასხცა შტატები სხვადასხვა სიმკაცრის ზომებს იღებენ. მაგალითად სან-ფრანცისკომ მკაცრი კარანტინი გამოაცხადა. მოქალაქეებს სახლების დატოვება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში - სურსათის მოსამარაგებლად, პოლიციის საჭიროების ან აფთიაქში მისასვლეად შეეძლებათ. 

 ახალი აკრძალვები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც გავრცელდა, სადაც ვირუსის ზრდის გამო ათობით მილიონ ადამიანს აეკრძალა თავისუფალი მიმოსვლა მალაიზიასა და ფილიპინებში.