დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის გავრცელება გრძელდება, ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს, მთავრობა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

 ,,უმორჩილესად ვთხოვ ყველა მოქალაქეს გაითვალისწინონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები - დარჩით სახლში", - მამუკა მდინარაძე. 

უმორჩილესად ვთხოვ ყველა მოქალაქეს გაითვალისწინონ, ის რეკომენდაციები რაც გაცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის - დარჩით სახლში, თუ გარეთ გასვლის უკიდურიესი საჭიროება არ არის - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს. 


მისი თქმით, რისკების ნულამდე დაყვანა შეუძლებელია თუმცა თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული რისკების მინიმუმამდე დაყვანა. 


"საქართველოს პარლამენტი აქტიურადაა ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, ფაქტია და ყველა ხედავს იმას, რომ საკოორდინაციო საბჭო, სამთავრობო უწყებები დალაგებული, სწორი მენეჯმენტით ეფექტიანად ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ სახელმწიფოს გამართულ მენეჯმენტზე  არ არის დამოკიდებული, შეჩერება და პრევენცია იმისა, რაც დღეს ჩვენ წინაშე დგას.


ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ ყველა მოქალაქეს გაითვალისწინონ, ის რეკომენდაციები რაც გაცემულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ჩვენი სპეციალისტების მიერ - დარჩით სახლში, თუ გარეთ გასვლის უკიდურიესი საჭიროება არ არის.  ამითი ჩვენ მინუმუმამდე დავიყვანთ რისკებს.


როდესაც სპეციალისტები საუბრობენ, რისკები ნულამდე დაყვანა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ სახელმწიფოზე არამედ თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ მინდა ვთხოვო რომ დარჩნენ სახლში, რათა რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ და თითოეული ჩენგანი ვიყოთ ჯარისკაცი ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში.


მე ვფიქრობ მადლობა უნდა გადავუხადოთ არამარტო ექიმებს და ჩვენ სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ პასუხისმგებლობას მაქსიმალურად იაზრებს. ძალიან დიდი პროცენტი მოსახლეობისა სწორად მიყვება რეკომენდაციებს, მაგრამ სამწხუხაროდ გვყავს გამონაკლისები, რომლებთანაც რეგულაციების შემოღება გვიწევს. ამიტომ აფსოლიტურად ყველა სვთხოვ გაითვალისწინონ რეკომენდაციები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი 1446 ადამიანიდან 197-ს ორ კვირიანი ვადა გაუვიდა, ისინი ჯანმრთელები არიან.


როგორც მან აღნიშნა, დღემდე საქართველოში ჩაღრმავებული ეპიდკვლევა 238 ადამიანს ჩაუტარდა.
„39 ინფიცირებულიდან პნევმონია აქვს 12-ს და საყურადღებოა 3 ადამიანი, მათ შორის, 2 ხანდაზმული და მათზე მინდინარეობს ინტენსიური კვლევები. აუცილებელია მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, რომელიც დღემდე 238 ადამიანს ჩაუტარდა და მათზე განხორციელებულია 10 ათასი სატელეფონო მათთან დღეში. კარანტინში იმყოფება 1344 ადამიანი. თვითიზოლაციაში 1446 და დღეიდან კი 197 უკვე გავიდა თვითიზოლაციიდან, რომლებსაც გაუვიდათ ორ კვირიანი ვადა და ისინი ჯანმრთელები არიან. ამ 40 ადამიანიდან ორს აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის, ერთს ეპანეთში, სამი გარკვეულად დაკავშირებულია საფრანგეთთან, ხოლო ყველა დანარჩენი უკავშირდება იტალიას.


მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მონიტორინგს ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნებში, ძირითადად კი ევროპაში, სადაც ეპიდსიტუაცია უფრო საგანგაშოა. მიმდინარეობს დაკვირვება და 20-მდე საქართველოს მოქალაქე მოთავსებულია საავადმყოფოში. ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება და ამის ზუსტი ინფორმაცია აქვს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.


ქვეყანაში შექმნილი მსგავსი სიტუაციის გამო საქართველოში კროონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომები და შეზღუდვები კიდევ უფრო მკცარდება.


"საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ზომები და შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა სამინისტროს დაევალა, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა ის საჭირო შეზღუდვები, რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედება.


"მინდა გითხრათ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით, მიეცა ინსტრუქცუა, რომ დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზაა, ესაა შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც მიმართულია პრევენციულ ღონისძებებზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, ქვეყანაშ არსებული კერძო კლინიკები ერთიანდებიან ვირუსითან საბრძოლველად. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კერძო კლინიკებმა მზადყოფნა გამოთქვეს ინფიცირებული პაციენტების საკუთარ კლინიკებში მისაღებად.


საქართველოში არსებული კერძო კლინიკების ხელმძღვანელები მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს გვერდით დაუდგნენ და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები საკუთარ კლინიკებში მიიღონ, - ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს კერძო კლინიკების ხელმძღვანელ პირებს ესაუბრა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე, ძირითად დატვირთვას მიიღებენ სახელმწიფო კლინიკები და ამ მიზნით, უკვე მომზადებულია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება. თუმცა, ვინაიდან ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების ეტაპზე, შესაძლოა დადგეს დამატებითი საწოლების ფონდის მოძიების აუცილებლობა, რაშიც კერძო სექტორის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.


კერძო კლინიკების წარმომადგენლებმა დაადასტურეს სრული მზაობა, გამოყონ კლინიკები, როგორც თბილისში, ისე მათ შორის რეგიონულ ცენტრებში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საჭიროება სახელმწიფოს წინაშე დადგება. ამასთანავე, შეხვედრაზე განხილული იყო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები და პირველადი დაცვის საშუალებების დეფიციტის პრევენცია. ამ კუთხით პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირბადეების და  სადეზინფექციო საშუალებების საქართველოში წარმოება დაიწყო.


კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა ეფექტურად შეაფასეს   კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და კოორდინაციის მაღალი დონე.
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა კერძო სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის მზადყოფნის აუცილებლობას და ამ კუთხით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას. განიხილეს კლინიკებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეoბა და მზადყოფნის ხარისხი შესაბამისი აღჭურვილობის მიმართულებით.


შედგა შეთანხმება, რომ სახელმწიფოსა და კერძო კლინიკებს შორის აქტიური კომუნიკაციის რეჟიმი გაგრძელდება და ამ პროცესს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უხელმძღვანელებს.     

  
შეხვედრაში 20-მდე კერძო კლინიკის ხელმძღვანელი პირები და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები მონაწილეობდნენ.