მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლის ზომებს ამკაცრებს - რა ახალი ღონისძიებები ტარდება ქვეყანაში

​მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლის ზომებს ამკაცრებს.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ყველა სამინისტროს დაევალა, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა ის საჭირო შეზღუდვები, რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედება.

„მინდა გითხრათ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით, მიეცა ინსტრუქცუა, რომ დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზაა, ესაა შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც მიმართულია პრევენციულ ღონისძებებზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდა რესტორნებისა და კაფე-ბარებისა, სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სავაჭრო ობიექტებსაც უნდა შეეხოს.

მისი თქმით, ე.წ. დისტანცირების ღონისძიებები არ უნდა შეეხოს საკვებ ობიექტებსა და აფთიაქებს. 

„დღეიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მჭიდრო კომუნიკაცია იქნება მიღებული ჩვენს ეპიდემიოლოგებს, კლინიცისტებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს შორის, რათა მოხდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან მჭიდრო კომუნიკაცია, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნებში და მკურნალობენ. როგორც პირადად ადამიანებთან, ისე სამედიცინო პერსონალთან. სამწუხაროდ გვაქვს საზღვარგარეთ, ესპანეთში ერთი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, რომელიც იყო ხანდაზმული ადამიანი და კორონავირუსთან ერთად ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადება. მოგეხსენებათ, ამ ინფექციისთვის რამდენიმე რისკფაქტორი არსებობს, ერთი არის ასაკი, მეორე კი თანმხლები დაავადებები.

დღეს გაიმართა პრემიერ-მინისტრთან საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დააფიქსირა, რომ გუშინ დასრულდა სამი კვირა პირველი დადებითი პაციენტის ლაბორატორიული დადასტურებიდან ქვეყანაში. ამ სამი კვირიდან ჩვენს ქვეყანაში იმ სერიოზული ღონისძიებებით, რომელიც იქნა გატარებული, მოვახდინეთ ჩვენ პრევენცია, რომ ჯერჯერობით, ქვეყანაში არ გვაქვს ფართო მასშტაბიანი ეპიდემია. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში შემთხვევათა ზრდა ისევ იქნება და ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ფართო მასშტაბიანი შემთხვევების ზრდა.

დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი შევიდა წინადადებით, რომ უფრო მეტად გამკაცრდეს სოციალური დისტანცირების ანუ ფიზიკური დისტანცირების ღონისძიებები ქვეყანაში. იგივე ვთქვათ, გარდა რესტორნებისა და კაფე-ბარებისა, რომ შეეხოს სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებს. რა თქმა უნდა, საკვები ობიეტების და აფთიაქების გამოკლებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც თბილისის მერიისგან იჯარით ჰქონდათ აღებული მიწის ნაკვეთი, გადასახადისგან თავისუფლდებიან.

მისი თქმით, მეწარმეები გადასახადისგან გათავისუფლდებიან მარტის, აპრილის და მაისის თვეში.

„თბილისის მერია სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, მაქსიმალურად ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას, მაქსიმალურად ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დარგის სპეციალისტების, ექპერტების რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. დარჩით სახლში. არ გამოხვიდეთ, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს.

დღეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გვქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელიც იქნა მოწონებული და პრემიერის დავალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავფრცელდება. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან.

დღეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. ამ მეწარმეებს, თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილის და მაისის იჯარის გადასახადისგან. ამ შეღავათის ფორმალიზების მიზნით, ხელშეკრულებებში ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება. თუ ჩვენ დამატებით ვიქნებით ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ეს შეღავათები გავრცელდება მომდევნო თვეების განმავლობაში. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებულია, ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც, თუ მას იჯარით აღებული ქონება ქვეიჯარით აქვს გაცემული. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აქვთ ქონება აღებული მოიჯარეებისგან და შემდეგ ის კიდევ სხვა ადამიანებზე აქირავებს. ეს გადაწყევტილება ამ ადამიანებსაც უნდა შეეხოს. შესაბამისად, თუ კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, შეღავათი ყველა მათგანს შეეხება. აქედან გამომდინარე, შეღავათით რეალურად, 600 მოიჯარე მეწარმეზე ბევრად მეტი  პირი ისარგებლებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, ძირითადად, შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს. ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალური სიზუსტით შევასრულოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები. უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები, ადამიანებთან კომუნიკაციის დროს საჭირო მანძილი, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, არ გავიდეთ გარეთ, დავრჩეთ სახლებში, განსაკუთრებით მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება არსებული რეკომენდაციების შესრულებაა. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ექიმს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ახალგაზრდას, რომელიც მოხალისედ არის ჩართული და ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარში დგომა.

მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას და ყველაფერი იქნება კარგად. მთავარია, ყველამ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებზეც ბოლო დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, საქართველოს მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეზღუდონ თანამშრომელთა სამუშაო ადგილებზე გამოცხადება.

ამის შესახებ, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას პრესსპირეკმა, ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, დამსაქმებლებმა თანამშრომლები სამუშაო ადგილზე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიიყვანონ.

"საჯარო სექტორში მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა გამოცხადება სამსახუეობრიად იქნება აუცილებელი და გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თანამშრომელბთა რაოდეობა, რომლებიც უნდა მიბრძანდნენ სახმსახურში. ანალოგიური რეკომდენდაციაა გეცემული კერძო სექტორისთვის, რომ მათ მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს გამოცხადება", - განაცხადა ჩიქოვანმა. 

გიორგი ჩაფიძე