COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება - რა ახალ შეზღუდვებს აწესებს საქართველოს მთავრობა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა.

მთავრობის მიერ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შექმნილი ვებ-გვერდის, Stopcov.ge-ს მიხედვით, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პირი იმყოფება.

მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო ვირუსთან ბრძოლისთვის ყოველდღიურად ახალ შეზღუდვებს აწესებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ის ავიახაზები განხორიციელდება, რომლებიც მთავრობის მიერ აირს დაკოორდინირებული.

„დღეისათვის საქართელოში 43 დადსტურებული შემთხვევა. აქედან ორის მდგომაროება სერიოზულია. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინირებული საქართელოს მთავრობასთან", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, სარფის, ლარსის და წითელი ხიდის სახმელეთო ობიექტებზე საკარანტინე ადგილები განთავსდება.

მისივე თქმით, ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთავს და განთავსებული იქნება საკარანტინე ზონაში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა დეტალი, რომელიც ამ ვითარებაში არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი საჭიროება. მაგალითად, ძალიან გაიზარდა ნაკადები სახმელეთო ზონებიდან ჩვენი მოქალაქეების შემოსვლის. ეს არის სარფი, ლარსი და წითელი ხიდი. ჩვენ მივიღეთ დავალება პრემიერიდან, რომ სასწრაფოდ მობილიზებული იქნას ამ სამ ობიექტზე საკარანტინე ადგილები, ვინაიდან დღევანდელი გადაწყვეტილება არის ასევე, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც დღეიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთავს და განთავსებული იქნება აუცილებლად საკარანტინე ზონაში. ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დანარჩენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ასევე, მნიშვნელოვანია ყველა იმ მოქალაქეზე ზრუნვა, რომლებიც დღესდღეობით იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ.

გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეების ძალინ დიდი ნაკადის მიმართვიანობიდან გამომდინარე ჩვენს საავადმყოფოებთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის, თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება „ემერჯენს“ ცენტრი. გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სადაც მოხდება პაციენტების დატრიაჟება და შემდეგ მათი საჭიროებისამებრ გადამისამართება, იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინე სივრცე, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა მოქალაქე, ვინც შემოვა საქართველოში, მიუხედავად იმისა თუ საიდან მოემგზავრება, გადაინაცვლებს საკარანტინე სივრცეში. ამის შესახებ გადაწყვტილება დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს ადამიანები ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებინ.

„ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის ქვეყანაში, თქვენ იცით რომ რამდენიმე დღეა ჩვენ მივირეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. ყველა მოქალაქე ვინც შემოვა საქართველოში, მიუხედავად იმისა თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტიე სივრცეში და იქნებიან ექმიბის დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეს ყველა სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო, სააფთიაქო, ბენზინ გასამართი, საფოსტო გზავნილების ქსელებისა და საბანკო განყოფილებებისა, დაიხურა.

 

გიორგი ჩაფიძე