უნდა ველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას - პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა და შესაძლოა, ის უფრო და უფრო დამძიმდეს.

"ეპირემიის ტვისებიდან გამომდინარე გამომდინარე მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულტა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი ამიტომ, ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის გათვალისწინებული მზაობით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თაივსიკონსტიტუციური ვალდებულებეის შესრულება ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრტელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანხმად ვირებ გადაწყვეტილებას დავაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქრართველოს მტელ ტერიტორიაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის სრული კარანტინი და არც კომენდატის საათის გამოცხადება.

ასევე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართვლოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, გადაადგილებისა და მიმოსვლის უფლებები, საკუთრების, თავშეყრისა და შეკრების უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების თავისუფლება.

„ასვეე საქართევლოს პრემიერ-მინისტრის წარგინების საუძველზე კონსტიტუციის 71ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის კანონის მეორე მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად საქართვლოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის, გადაადგილებისა და მიმოსვლის უფლებები, საკუთრების, თავშეყრისა და შეკრების უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების თავისუფლება. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციურლი და სისხლისამართლის პასუხისმგებლობის სანქციები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა და აღნიშნა, რომ ბრძოლის ახალ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება, რათა საგანგებო რეჟიმი დასრულდეს წარმატებით.