ფრიდონ ფუტკარაძემ რწმუნებულებთან ონლაინ თათბირი გამართა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან ონლაინ თათბირი გამართა. თათბირზე, სოფლებში არსებული მდგომარეობა და ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განიხილეს.

ფრიდონ ფუტკარაძემ რწმუნებულებს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამისი დავალებები მისცა.

,,რწმუნებულებს მივეცი დავალება ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებით მოსახლეობაში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარონ მოქმედი რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიაწოდონ ინფორმაცია მერიაში, მოქმედი ცხელი ხაზის შესახებ, მოინახულონ რისკ ჯგუფებში შემავალი მოქალაქეები და საჭიროებისამებრ დაეხმარონ. დავიწყეთ, საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებში რისკ ჯგუფებში შემავალი არცერთი ადგილობრივი არ დარჩება უყურადღებოდ, მთავრია მოსახლეობამ გაითვალისწინოს რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში“- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ონლაინ თათბირს მუშაობაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე.

 

(NS)