საქართველო და ამერიკა როგროც სტრატეგიული პარტნიორები და რა საერთო ღირებულებები აქვთ მათ

მარტის დასაწყისში, მმართველი პარტია და ოპოზიცია შეხვდა ერთმანეთს. მათ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, საარჩევნო კანონების გასაუმჯობესებლად და დასავლეთის მიმართ ერთგულების და დემოკრატიის კიდევ ერთხელ დაასამტკიცებლად.

მოლაპარაკების თანახმად, პროპორციული წარმომადგენლების მიერ არჩეული, საპარლამენტო ადგილების რაოდენობა გაიზარდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი.

„ეს არის მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიის განმტკიცებას, პოლიტიკური გარემოს სტაბილიზაციას და პოლარიზაციის შემცირებას“, - განაცხადა გახარიამ.

ამ მოლაპარაკებამ, რომელიც შეთანხმებით დასრულდა, ხელი შეუწყო ამერიკის საელჩოს და საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს, გატარებულ რეფორმებზე ძლიერი მხარდაჭერა მოეპოვებინათ ევროკავშირისა და აშშ-სგან.

„მინდა მოვულოცო ქართველ ხალხს, რომ მიაღწიეს იმ დემოკრატიულ რეფორმას,რომლის მიღწევასაც დიდი ხანია ცდილობენ“, - განაცხადა რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა.

დავით ბაქრაძე, რომელიც საქართველოს ელჩია აშშ-ში, მის მოსაზრებას გვიზიარებს ამერიკისა და საქართველოს ახლანდელ და სამომავლო ურთიერთობის შესახებ.

მისი აზრით, ეტაპობრივად განხორციელებული რეფორმები საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გააძლიერებს და მის უართიერთობას დასავლელ პარტნიორებთან მნიშნელოვნად გაამყარებს.

„უზარმაზარი მხარდაჭერა, ცხადყოფს საქართველოს მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროგრესს, ისევე როგორც ჩემი ერის ვალდებულებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ. „Heritage Foundation” - მა თავის 2020 წლის ანგარიშში საქართველო, ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლით, მსოფლიოში XII, ევროპაში კი მეექვსე ადგილზე დაასახელა. საქართველოსმიერ მიღწეული პროგრესი, უფრო აძლიერებს ამერიკისა და საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ურთიერთობებს.

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა ძალიან ძლიერი და საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს გაუმკლავდეს საგარეო საფრთხეებს, მათ შორის კიბერ შეტევებს.

გასული წლის 28 ოქტომბერს, საქართველო მასიური კიბერ შეტევის მსხვერპლი გახდა, რამაც ქვეყნის შიგნით ათასობით ვებ-გვერდის გათიშვა გამოიწვია, მათ შორის მედია საშუალებების, სამთავრობო სააგენტოების და სხვა სერვისების, რომლებიც აუცილებელია პატარა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ჩვენმა გამოძიებამ, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში მიმდინარეობდა დაადგინა, რომ ეს შეტევა რუსეთის მიერ იქნა აგანხორციელებული.

ესეთი შეტევები, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის უცხო არ არის. 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, ჩვენ დავკარგეთ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%, რომელიც რუსეთს დღემდე ოკუპირებული აქვს. რუსეთის საქციელი იმით არის განპირობებული, რომ მას დღემდე თავისი საქციელისთვის სათანადო პასუხი არ უგია. საბედნიეროდ ეს ტენდენცია იცვლება, რაც დასავლეთის მხრიდან და განსაკუთრებით აშშ-ს მხრიდან მკაფიო დახმარებას უკავშირდება.

სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა ამას, როდესაც გასულ დაგმო გასულ თვეს, საქართველოზე განხორციელებული შეტევა.

„ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის პრეტენზიას, რომ ის არის სპასუხისმგებელი პირი მსოფლიო კიბერსივრცის უსაფრთხოებაზე. რუსეთის ეს ქმედებები, რამდენიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიზნად ისახავს, დესტაბილიზაციას და თავდაცვის სფეროს დანგრევას და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას.   

საქართველო მადლიერია, პრეზიდენტ ტრამპის და სახელმწიფო მდივანი პომპეოს მყარი პოზიციისა, რომელიც კონგრესის ფარგლებში „Georgia support act”- ში 2019 წელს დააფიქსირეს. კანონმდებლობა, რომელიც სენატში ამ ეტაპზე მუშავდება, აშშ-ს მხრიდან მეტ მხარდაჭერას და თანამშრომლობას მოითხოვს, რუსეთის კიბერშეტევებისგან თავსი დასაცავად და განსაკუთრებით აღნიშნავს საქართველოს მზაობას დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად. რაც განსაკუთრებით მოიაზრებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

ჩვენ, ამერიკის სენატს კანონის მიღებისკენ მოვუწოდებთ. ამერიკის მნიშვნელოვანმა თანამდებობის პირებმა დააანონსეს, რომ საქართველო აუცილებლად უდნა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს, ალიანსის უახლოეს პარტნიორად მოიაზრებენ. საქართველო მზად არის ამ როლისთვის და მან ეს მრავალჯერ დაამტკიცა ნატოს მისიებში სამხედროების ავღანეთში გაგზავნით.

ვინაიდან, შავი ზღვის ტერიტორიის უსაფრთხოება დასავლეთის სტრატეგიულ განხილვებში უფრო დიდ როლს იძენს, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლი და ბოსფორის სტრატეგიულ გზასთან მისი სიახლოვე და ასევე ჩვენი მზარდი მცდელობები ნატოში შესასვლელად საქართველოს უფრო მნიშნელოვან პარტნიორად აქცევს. საქართველოს თავისი ტერიტორიის დასაცავად ამერიკა უახლეს, დახვეწილ, პორტატულ ანტი სატანკო სისტემა „ჯაველინს“ გადასცემს, რაც უფრო გაზრდის საქართველოს თავდაცვის უნარიანობას. მზარდი თანამშრომლობა ამერიკასა და სხვა დასავლურ ქვეყნებს შორის გამოწვეულია იმით, რომ საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს დემოკრატიული იდეების და დასავლური ღირებულებების დასანერგად და ეს გადაწყვეტილება ურყევია.

ტექსტში მოყვანილი ვარაუდები ეკუთვნის საქართველოს ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში.