როგორ დაიწყო საქართველომ პანდემიასთან ბრძოლა და რა შეიცვლება 5 მაისიდან

რა შეზღუდვები არსებობდა ქვეყანაში და რა იყო დასაშვები  საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პირველად ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მთავრობის მეთაურის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებული უნდა ყოფილიყო:

აღნიშული შეზღუდვა არ ვრცელდებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ ცენტრსა და სოფლებს შორის სამგზავრო გადაყვანებზე.

ხოლო კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ შეზღუდვების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველივე მოთხოვნისთანავე იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი იყვნენ:

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დასაშვები იყო:

თავშეყრის შეზღუდვა არ ეხებოდა სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

საქმიანობის შეჩერება არ ეხებოდათ:

თითოეული აკრძალვა, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან რამდენიმე კვირაში შევიდა ძალაში. კორონავირუსით პირველი გარდაცვალების დადასტურების შემდეგ კი, 4 აპრილს, საკარანტინე ზომები საგრძნობლად გამკაცრდა.

ქვეყანაში პანდემიის პირველი მსხვერპლი,ვირუსთან ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ  4 აპრილს დაფიქსირდა. კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი დილით 09:00 საათზე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქალი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან იყო.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაცვლილი კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს, რომლის მდგომარეობაც შეყვანისთანავე კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

„31 მარტს ჩვენს კლინიკაში შემოყვანილ იქნა კრიტიკული მედინიცნის დეპარტამენტში, კრიტიკული პაციენტი ასაკით 79 წლის, რომელთანაც დაფიქსირებული იყო კორონავირუსი. ანამნეზში ამ პაციენტთან იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში მკვეთრი წონის დეფიციტი, ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი, ჰემოდინამიკის რღვევით. მოგეხსენებათ, რომ ამ კვლევების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებულ იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა. დღეს დილით 9 საათზე სამწუხაროდ დაფიქსირდა ლეტალობა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შემდეგ ეტაპზე უკვე 3 პირის თავშეყრა აიკრძალა, ასევე 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალათ ქუჩაში გადაადგილება, გარკვეული გამონაკლისების გარდა.

ქვეყანაში ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობამ მიიღო, რომელიც მეორე დღის დილის 8 საათიდან ამოქმედდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულ სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრების გარდა, დედაქალაქის მერი და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

"სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.

დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.

იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.

ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და  ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი - ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მიუხედავად გამკაცრებული კარანტინისა , ეპიდემიოლოგები გავრცელების პიკს ელოდნენ, რაც მართლმადიდებლურ დღესასწაულს აღდგომას და აღდგომის რიტუალს, ერთი კოვზით ზიარებას უკავშირდებოდა.

წმინდა სინოდის მიერ, შეიცვალა ასევე წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალიც. აღდგომის ტაძარში ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალს სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის მხოლოდ 12-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ასევე, ოფიციალური იერუსალიმის გადაწყვეტილებით, ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ სასულიერო პირებმა პოლიციის ეკორტის თანხლებით ბენგურიონის საერთაშორისო აეროპორში გადაინაცვლეს.

რაც შეეხება ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ისნი აღნიშნულ პროცესის დასრულებას თვითმფრინავში ელოდნენ.

სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების წესი საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც შეცვალა. ლიტურგია 19 აპრილს, მრევლის გარეშე, დახურული კარის მიღმა აღსრულდა, ხოლო მრევლს საშუალება მიეცა, შეკრებილიყო 26 მაისს, „აღდგომის წარგზავნის“ დღესასწაულზე.

 მოსალოდნელი სავალალო სიტუაციის თავიდან ასარიდებლად სახელმწიფო, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკესლიას ზიარების წესის შეცვლისკენ და სააღდგომო ლიტურგიის ცარიელ ტაძრებში ჩატარებისკენ მოუწოდებდა, რაც ხელს შეუშლიდა მოსახლეობის თავშეყრას ეკლესიებში და ვირუსის გავრცელების საფრთხეს შეამცირებდა, თუმცა მთავრობამ ამაზე უარი მიიღო - აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მიმართვაშია აღნიშნული.

როგორც პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამია, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს.

„ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ.

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს.

სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა: ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში - შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს.

ილოცეთ და გაძლიერდით!

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით,“ ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II“, -აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

რელიგიური რიტუალების აღსრულების საკითხს გამოეხმაურა მთავრობის მეთაურიც.

გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის რეკომენდაციით, იქ, სადაც შესაძლებელია რელიგიური რიტუალების სახლში აღსრულება, აღსრულდეს სახლში.

„მე არ მინდა ახლა დღესასწაულებზე საუბარი, რადგან ჯერ კიდევ 3 კვირაა და ვნახოთ, ძალიან ფრთხილი, გარკვეული იმედები გვაქვს, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა, ეს არ იქნება მარტივი. მე ვუყურებ როგორც ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები და მოთხოვნები რომელსაც დღეს ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის ნაწილში. ვიცი, რომ იყო მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების როს, როდესაც ამის საშუალება არ არის ეკლესიის შიგნით, ვიყოთ ეზოში და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი - გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ, რაც მთავარია, ერთმანეთს, მეზობლებს, მეგობრებს, მშობლებს, შვილებს და იქ სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში, ეს არის მთავრობის რეკომენდაცია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და არა მხოლოდ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, არამედ, მისი ახლობლების და მისი გარემოცვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამით ვზრუნავთ ერთმანეთზე და ამ ქვეყანაზე“, -  განაცხადა პრემიერმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღავნელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს ყველგან, სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკლესიაშიც.

მისი თქმით, კონტაქტებისგან, სოციალური დისტანცირება არის ერთადერთი  გზა იმისათვის, რომ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი და არ გამოიხატებოდეს დღეში ასეულობოთ და დავრჩეთ ათეულობით ახალ შემთხვევებზე.

„სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, იქ ყველაგან შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეკლესიაშიც, ჩვენი რეკომენდაცია ეხება ყველას ერთნაირად, მათ შორის მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც ანტიეკლესიურებსაც, რომ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ნებისმეირი სახის კონტაქტებისგან. სოციალური დისტანცირება არის ერთადერთი  გზა იმისათვის, რომ ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების მატების ტემპი იყოს კონტროლირებადი და არ გამოიხატებოდეს დღეში ასეულუბოთ და დავრჩეთ ათეულობით ახალ შემთხვევებზე. ამისთვის საჭიროა, რომ ყველა ჩვენგანმა დაიცვას რეკომენდაციები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მთავრობის და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა სააღდგომო ლიტურგია, ტაძრები ნახევრად ცარიელი იყო, მცირე ზომის ტაძრებში კი მრევლის გარეშე მიმდინარეობდა წირვა, თუმცა ზიარების წესი კვლავ უცვლელი დარჩა, გარდა იმისა, რომ  მრევლი სიტკბოებას ერთჯერადი ჭიქიდან იღებდა.

თითქმის არეულობის გარეშე ჩატარებული აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, მთავრობამ საკარანტინე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. მოიხსნა მსუბუქი ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა და ორი დღით დასაშვები გახდა დიდ ქალაქებში გადაადგილება, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაფორმებული მოქალაქეებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ასევე ეკონომიკის გახსნის სამომავლო გეგმაც წარადგინა. გახარიამ დაასახელა შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობამ გამოიწვია.

პრემიერის განცხადებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ნელ-ნელა იგეგმება და პირველ ეტაპზე, კერძოდ, 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება, ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპი, რომელიც პრემიერის განცხადების, სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ დადგება, იქნება მშენებლობის, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმინობის, სამშენებლო მასალების წარმოების, ავტოსამრეცხაოებისა და ავტოსერვისების სრულად, კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტისა და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირების დაშვება.

მესამე ეტაპზე გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპზე გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპზე გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი /კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.

მეექვსე ეტაპზე კი გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

ეკონომიკის გახსნა 5 მაისიდან დაიწყება. დღეს ჩატარებულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, გიორგი გახარიამ უკვე ხვალიდან ამოქმედებული შემსუბუქებული შეზღუდვების შესახებ ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ.

მისი თქმით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო კორონავირუსზე ყოველდღიურ შემოწმებებს კვლავ გააგრძელებენ.

„მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 მაისიდან, ხვალიდან გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიებმა და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებაზე. აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებულნი  სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას ხვალიდან. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომლებსაც ახორციელებს სპეციალური ჩამოყალიბებული გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებებს. მინდა თითოეული კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ პასუხისმგებლობით მოეპყრნონ მათ ყოველდღიურ საქმიანობას“, - განცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, 19 დღის შემდეგ ბათუმი და ქუთაისი იხსნება.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილების შესახებ ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ იძულებითი ღონისძიება, რომ ჩაგვეკეტა გარკვეული მსხვილი ქალაქები და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთ ქალაქებზე როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდევბი გადაადგილებებზე მოიხსნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მანევე განმარტა, რომ თბილისზე და რუსთავზე დარჩება გარკვეული შეზღუდვები, თუმცა შესაძლებელია კვირის ბოლომდე ამ ქალაქების გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდეს.

„თბილისზე და რუსთავზე დარჩება გარკვეული შეზღუდვები და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც უახლოეს დღეებში ეპიდემილოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე, თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს ის ნაბიჯია, რომლის განხორციელებისა და გადადგმის შესაძლებლობა ჩვენ დღეს გვაქვს.

„გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ასევე ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოჯისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის. ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელებისა და გადადგმის შესაძლებლობა ჩვენ დღეს გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში, კორონავირუსით დაინფიცირების 593 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 537 პაციენტი სტაციონარში იმყოფება, 223 უკვე გამოჯანმრთელდა ხოლო 9 ადამიანი გარდაიცვალა.