იტალია კარანტინის ბოლო დღეებს ითვლის, ევროპა პანდემიასთან ბრძოლას აგრძელებს

იტალიაში მასობრივი კარანტინის უკანასკნელ დღეებს ითვლიან. რაღათქმაუნდა საკარანტინე ზომები არ უქმდება სრულიად, მაგრამ ქვეყანაში ორშაბათიდან სამრეწველო და სამშენებლო სამუშაოები განახლდება.

კვირას, იტალიაში ინფიცირების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: 1389 დაინფიცირებული და 1740 გარდაცვლილი - თითქმის სამჯერ ნაკლები რაოდენობა ვიდრე შაბათს და თითქმის იმდენი, რამდენიც კარანტინის პირველ დღეს იყო.

დიდ ბრიტანეთმა, რომელიც ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპაში, იტალიის შემდეგ მოდის, ეპიდემიის პიკი, ექიმების და პოლიტიკოსების აზრით უკვე გაიარა. მაგრამ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნას, ამ დროისთვის, მხოლოდ გეგმის სახით განიხილავენ. ამბობენ, რომ კოვიდ-19-ისგან განკურნებული პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით, სამოქმედო გეგმა უკვე ერთ კვირაში იქნება ცნობილი.

„ბორის ჯონსონის ყოვლისმომცველი გეგმა, დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ შეიძლება სამუშაოების განახლება, როგორ დავაბრუნოთ ბავშვები სკოლაში, როგორ ვიაროთ სამსახურში, ისე, რომ არავის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ ჩავაგდოთ. მაგრამ სანამ ამ ზომებს მივიღებ, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავრწმუნდეთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდა, რომ გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობამ იკლო და რომ ჯანდაცვის სისტემას ყველაფერი აქვს რაც სჭირდება, რომ მიღებული ზომები საკმარისია ამ ეტაპზე, პანდემიის ახალი აფეთქების შესაჩერებლად“, - განაცხადა, მინისტრმა მაიკლ გოუვმა.

 საფრანგეთში, იზოლაციის ნორმების შემსუბუქებას არ გეგმავენ, თუმცა ქვეყანა რაც უფრო უახლოვდება 11 მაისს, როდესაც კარანტინის მომდევნო ვადა იწურება, ქუჩებში დღითიდღე იმატა მანქანების და ხალხის რაოდენობამ. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს ვადა საბოლოო არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ზოგიერეთი რეგიონისთვის. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ კარანტინს მთელი ქვეყნის მასშტაბით არა ერთიანად , არამედ თითოეული კონკრეტული ადგილის მაჩვენებლების მიხედვითნ მოხსნიან.

იტალია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ის ევროპის ის ქვეყნებია, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიისგან. იტალიის სამომავლო ეკონომიკა კრიტიკულ ნიშნულს აღწევს, ქვეყანაში უმუშევრობა მოიმატებს, ხოლო სახელმწიფო ამ დროისთვის სათანადო სახსრებს ვერ პოულობს თითიეული მოქალაქის დასახმარებლად.

 თუმცა ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა სიტუაციაა გერმანიაში, სადაც საკარანტინე ზომები საგრძნობლად შემსუბუქდა, სადაც ხელისუფლება იუწყება, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდა, თუმცა არა საგანგაშოდ, სადაც მოსახლეობას შიმშილი და უმუშევრობა არ ემუქრება. გერმანია პანდემიასთან ბრძოლას აგრძელებს, მაგრამ არა მოსახლეობის და ეკონომიკის შეზღუდვის და დაზარალების ხარჯზე.

გერმანიის ეკლესიებში, უკვე აღდგა საკვირაო მსახურება, მართალია მრევლი ნიღბებით გადაადგილდება ისევე, როგორც მღვდელთმსახურები, თუმცა, ექიმების თვალსაზრისით გალობა დაინფიცირების შნასს გაზრდის, რის გამოც ეკლესიებში ჯერ-ჯერობით არ არის დაშვებული. მოსახლეობა სოციალურ დისტანციას კვლავ იცავს, რის გამოც კიოლნის კათოლიკურ ტაძარში, 800 ადამიანის მაგივრად წირვა სმხოლოდ 120 ადამიანი დაესწრო.