ჩინეთი ტურიზმის აღდგენას იწყებს, შიდა ტურისტების რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა

ჩინეთში წარმატებით დაიწყო ტურიზმის აღდგენის სამუშაოები. დამსვენებეელთა რაოდენობამ, შიდა ბაზარზე პარასკევს 23 მილიონს გადააჭარბა და 24 საათის განმავლობაში ტურისტებმა 1,3 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს. მათ, დღევანდელი მდგომარეობით ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების 70%-ის მონახულება შეუძლიათ. პეკინის მოქალაქეებმა საკმაოდ სწრაფად დატოვეს ქალაქი.

„მსუბუქი ტრანსპორტის ნაკადი წუთში 40-50 მანქანას შეადგენს, ხოლო პიკის საათის დროს რაოდენობა სამჯერ იზრდება“, - განაცხადა საგზაო პოლიციელმა.

სადღესასწაულო პერიოდი, ჩინეთში 5 მაისამდე გაგრძელდა, რის გამოც თვითმფრინავის ყველა რეისი სრულიად სავსე იყო.

ხელისუფლების მოთხოვნის თანახმად, მოქალაქეების კვლავ იცავენ გამკაცრებულ უსაფრთოების ნორმებს: აუცილებელია დამცავი ნიღბების ტარება და რეგლამენტირებული ქცევები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რაც თავის მხრივ სოციალურ დისტანციასაც ითვალისწინებს.

ჩნეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო იუწყება, რომ 24 საათის განმავლობაში ტურისტულ ზონებში მასიურ თავშეყრას ადგილი არ ჰქონია და ყველა ტურისტული ობიექტი, გაწერილი რეგლამენტისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული ნორმების დაცვით ფუნქციონირებს, მათ აქვთ უფლება მიიღონ მხოლოდ, ოფიციალურად აღწერილი ყოველდღიური მომხმარებლების 30%.