ევროკავშირი კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება

მთელი ევროკავშირის მაშტაბით ხელისუფლების წარმომადგენლები საკარანტინო ზომებს ამსუბუქებენ და ამავდროულად აფრთხილებენ მოსახლეობას რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის დასასრული ჯერ კიდევ შორს არის .  დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის შემცირება დაასუსტებს ხალხის სიფრთხილეს , თბილი ამინდების დადგომის გამო ისინი ნაკლებად დაიცავენ სოციალურ დისტანციას და ჰიგიენის ნორმებს. წინამორბედი პანდემიის შესწავლით ექსპერტები ასკვნიან, რომ კორონავირუსის ეპიდემია განმეორდება.

„ქვეყნები უნდა მოემზადონ ეპიდემიის მეორე ტალღისთვის და გააუმჯობესონ არესბული ეპიდემიის კონტროლის ზომები. დაავადებათა კონტროლის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკომისია ვირუსის განმეორების საინფორმაციო არხებს ქმნის. ეს საშუალებას მისცემს მოქალაქეებს შეიტყონ, რომ ახალი ტალღები შეიძლება გაჩნდეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდნენ“, - განაცხადა, ევროკომისის წარმომადგენელმა სტეფან დეკეერსმეკერმა.

ბრიუსელი მოუწოდებს სხვა დედაქალაქებს თანმიმდევრულად და ფრთხილად მოხსნან შეზღუდვები, თითოეულ ქვეყანაში სანიტარულ ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით. ევრო პარლამენტსი ზოგიერთი წევრი, მთავრობებე ურჩევენ ეტაპობრივად გადასცენ მსგავსი საკითები ევროკომისიაში განსახილველად.

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ქვეყანა მოემზადოს ეპიდემიის ახალი განმეორებითი ტალღისთვის, თუ კი ის მოვა. მე ვფიქრობ კორონავირუსის კრიზისმა, ნათლად დაგვანახა, რომ აუცილებელია გავაძლიეროთ, ევროკავშირში, ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროშ თანამშრომლობა, მე მიმაჩნია, რომ ევროკავშრში ჯანდაცვას მეტი პროფესიონალიზმი სჭირდება“, - განაცახადა, შვედმა სოციალისტმა იუტე გუტელანდმა.

გერმანიის მთავრობამ, დაავადების კრიტიკული ზღვარი დაადგინა - 100 000 მოსახლეზე 50 შემთხვევა. თუ ეს ზღავრი გაიზრდება საკარანტინო ზომები გამკაცრდება. გერმანიის „პაულ-ელრიხის“ კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თქმით, თითოეულ ქვეყანაში მზად უნდა იყოს საკმარისი ინტენსიური თერაპიის განყოფილებები და ადგილები საავადმყოფოში მათთვის, ვინც კოვიდ-19-ით გამოწვეული დაავადებით იტანჯება.

„ჩვენ უნდა შევაკავოთ, მეორე ტალღა და დრო მოვიგოთ მკურნალობის ხერხების საპოვნელად. ჩვენს ინსტიტუტში, ვატარებთ კვლევებს, ბიო მედიცინის სფეროში და ხელს ვუწყობთ ვაქცინის გამოგონების დაჩქარებას, რაც საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ექიმმა, კლაუს ჩიჩუტეკმა.

მეცნიერები აფრთხილებენ მოსახლეობას, მოემზადონ საკარანტინო ზომების დაბრუნებისთვის და ამჯერად ისენი კიდევ უფრო მძიმე იქნება.

„მთავრობამ უკვე უნდა დაიწყოს ამ ზომების განხილვა, რაც ინფექციის დონეზეა დამოკიდებული. მეთოდი იქნება ის, რომ კვლავ უნდა შემოვიღოთ კარანტინი მნიშვნელოვანი მატების შემთხვევაში. ჩვენ არ შეგვიძლია მოვეშვათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვირუსი გაქრება ან გამოჩნდება მკურნალობის ეფექტური მეთოდი ან ვაქცინა, ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება“, - განაცხადა ჩიჩუტეკმა.