ევროპა კორონავირუსის ჭრილობებს იშუშებს - როგორია ცხოვრება კარანტინის შემდეგ

საფრანგეთი, კარანტინის 56 დღის შემდე, 11 მაისს საიზოლაციო ნორმების მოხსნა დაიწყო. ეს მილიონობითი მოქალაქისთვის სამსახურში დაბრუნებას და საზოგადოებრივი ტრსანსპორტით სარგებლობას ნიშნავდა. თანამდებობის პირები და მინისტრები კარანტინის მოხსნის დღეს, შემოწმების მიზნით სადგურზე გაემართნენ.

„პარიზში და მის შემოგარენში, სამსახურის აღდგენა მოქალაქეებისთვის მარტივი არ იქნება, რადგან ქვეყნის ყველაზე მჭირდოდ დასახლებული რეგიონია, სასდაც 5 მილიონი ადამიანი სახლობს, ჩვენ მიზანია თითოეულ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობის ხუთჯერ შემცირებ“, - განაცხადა შესაბამისი განყოფილების უფროსმა, ელიზაბეტ ბორნმა.

აუციელებელი გახდა დამცავი ნიღბების ტარება მეტრო გასამართ და რკინიგზის სადგურებზე, ასევე დამონტაჟდა ხელების სადეზინფექციო აპარატები. მთავრობა იუწყება, რომ თუ დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება, საკარანტინე ზომებიც კვლავ გამკაცრდება.

საბერძნეთში, ისევე როგორც საფრანგეთში საბავშვო ბაღები იხსნება, მაგრამ საფრანგეთისგან განსხვავებით, მაღალი კლასის მოსაწავალეები სკოლაში დაბრუნებას ვერ მოახერხებენ. გამოსაშვები კლასის მოსწავლეები, ნაწილობრივ ბრუნდებიან სკოლაში თუმცა გაკვეთილებს ყოველ დღე ყველა მოსწავლე არ დაესწრება, ისინი განრიკის მიხედვით გადანაწილდებიან - დილის, შადღის და საღამოს გაკვეთილებზე, რაც შეამცირებს მათ თავშეყრას ერთ საკასო ოთახში.

ესპანეთში კაფე-ბარების ტერასები იხსნება. თუმცა შენობები დახურული რჩება, რაც დაწესებულებებს სტუმრების შეზღუდული რაოდენობით მიღებას განუსაზღვრავს. მათი სრული აღდგენა ერთი თვის შემდეგ იგეგმება.

დიდ ბრიტანეთში, სადაც ლეტალურად დასრულებული ინფიცირების შემთხვევები 32 ათასს უახლოვდება, ხელისუფლება ეტაპობრივად შეამსუბუქებს კარანტინის ნორმებს.  

მინისტრთა კაბინეტის ხელმძღავნელი ბორის ჯონსონი მოსახლეობას აფრთხილებს: „ჩვენ დავაკვირდებით.როგორ განვითარდება მოვლენები ადგილობრივ,რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე და თუ ინფექციის ახალი გავრცელება მოხდა,მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ.“

გერმანიაში ზომების შემსუბუქება განხორციელდა ერთი კვირის წინ,ამასთან ერთად ინფექციების რაოდენობა გაიზარდა,რაც მიუთითებს იმაზე,რომ ეპიდემიის მეორე ტალღა აუცილებლად იქნება,აღნიშნა ინსტიტუტ რობერტ ქოშის ხელმძღავნელობამ.

ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან იმაზე,რომ ერთადერთი რაც ხელს შეუყობს პლანეტაზე პანდემიის გავრცელების თავიდან აცილებას,არის იმუნიტეტის არსებობა, რომელიც შეძენელი იქნება უნივერსალური ვაქცინაციის დახმარებით.