ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კრიზისის შესახებ იუწყება

კორონავირუსის პანდემიამ, მსოფლიო მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა. სიკვდილის და ახლობელი ადამიანების დაკარგვის შიში, იზოლაცია, ეკონომიკური ზარალი და ხვალინდელი დღის მოლოდინი. შექმნილი სიტუაცია რთული აღმოჩნდა მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანის, ანტონ გუტერიშის აზრით, ქვეყნების მთავრობამ, ფისქოლოგიურ დახმარებას დაფინანსება უნდა გაუწიოს, რადგან მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კოვიდ-19-ის პანდემიამ, გავლენა ოჯახებზე და მოსახლეობაზე იქონია. საუბარია ფსიქოლოგიურ სტრესზე. ეს პრობლემა, უმეტესწილად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ხანდაზმულებს, მოზარდებს და ახალგაზრდებს აღმოაჩნდათ, ასევე ადამიანებს რომელთაც პანდემიამდეც ჰქონდათ ფსიქოლოგიური პრობლემები და მათ ვინც კრიზისსა და კონფლიქტურ სიტუაციაში ააღმოჩნდნენ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ“, - განაცხადა ანტონ გუტერიშმა.

ჯმო-ს ექსპერტებმა, ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის კვლევა რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარეს. მკვლევარების ყურადღება, ყველაზე მეტად მედპერსონალის ფსიქიკურმა მდგომარეობამ მიიპყრო.

„კვლევის თანახმად, რომელიც კანადაში ჩატარდა მედ პერსონალის 47%-მა განაცხადა, რომ ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებენ. 47% საკმაოდ დიდი რაოდენობაა, თითქმის გამოკითხულთა ნახევარი. ჩინეთში შედარებით განსხვავებულია კვლევა - თავს შეზღუდულად გრძნობს მედ პერსონალის 50%, შფოთვას% განიცდის, ხოლო 34% უძილობით იტანჯება.

კორონავირუსის პანდემიამ, შესაძლოა მეორე, განსხვავებულ გლობალურ კრიზისამდე მიგვიყვანოს, რომელიც ფსიქიკურ აშლილობას გულისხმობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ხელისუფლებას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, რათა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობას დაეხმაროს.