ევროპის პირველი სამი ქვეყანა, რომელბმაც საზღვრები უკვე გახსნეს - როგორია ეპიდსიტუაცია ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში

15 მაისიდან, ბალტიის ქვეყნების მოქალაქეებს უკვე შეეძლოთ ევროკავშრის ტერიტორიაზე გადაადგილება - შესაბამისი დოკუმენტი სამი რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, იური რატასი იმედოვნებს, რომ ეს ერთმანეთის ნდობით არის გამოწვეული, ამასთანავე ეპიდსიტაუცია ამ ქვეყნებში ერთნაირია.

შეთანხმება იმის შესახებ, რომ ერთდროულად სამი ქვეყანა ხსნის საზღვრებს, პირველმა პირებმა ჯერ კიდევ 6 მაისის შეხვედრაზე დაამტკიცეს.

„ერთიანი ძალებით, ჩვენ შევძლებთ ეპიდემიის გავრცელების შეჩერებას და მის გაკონტროლებას. ჩვენ ძალიან სწრაფად შევძელით ახალ გარემოებებს მოვრგებოდით“, - ამის შესახებ, ლიეტუვის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა ინფექციონისტმა, დუმპისამ განაცხადა.

თუმცა ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

„თუ წელს, წინა წლის მგზავრთა გადაადგილების მესამედი მაიცნ დაფიქსირდება, ჩვენთვის ეს სასიამოვნო სიურპრიზი იქნება. ჩვენ არც თუ ისევ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი“, - განაცხადა სატრანსპორტო კომპანიის „Lux Express”-ის დირექტორმა, რიტსერგმა.

„თუ ყველაფერი კარგად წავა, ამ რეჟმს რამოდენიმე ხანში პოლონეთი და ფინეთი შეუერთდებიან“, -გადმოსცემს „Euronews”-ის ჟრნალისტი, იანისი რიგადან.

ევროპის მძიმე ეპიდსიატუაციის მქონე ქვეყნების კი ნელნეა უბრუნდებიან სიცოცხლეს, მაგალითად იტალია , ტურისტებისთვის 3 ივნისიდან გაიხსნება.

იტალიაში, სამი ივნისიდან უკვე შესაძლებელი იქნება ისევე, როგორც ქვეყნის შიდა გადაადგილება ასევე საზღვრების გადაკვეთა - ამის შესახებ, გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.

თუმცა ხელისუფლება, იტოვებს უფლებას ქვეყანაში შესვლის აკრძალვის იმ ქვეყნის მოქალაქეთათვის, რომლებიც კორონავირუსის მძიმე ეპიდემიური სიტუაციის მქონე ქვეყნებიდან მოგზაურობენ. 18 ივნისიდან, აპენინებზე მთლიანი კომერციული საქმიანობა აღდგა.

ეტაპობრივად ხსნის საზღვრებს ირლანდიაც. ორშაბათიდან, ქვეყანაში საკარანტინე ზომების შემსუბუქება დაიწყო. გაიხსნა ბაზრები, სასოფლო სამეურნეო მაღაზიები, ავტო პროფილაქტიკა. დამცავი ნიღბების ტარება რეკომენირებულია, თუმცა არა სავალდებულო.

„თუ ყველაფერი კარგად წავა, ჩვენ ქვეყნის გახსნის ახალ ეტაპზე გადავალთ. სიტუაციას სამი კვირის შეუალედით შევაფასებთ. შემდეგი თარიღი, ცვილებების განხვილის 5 ივნისია. ეფექტური ბრძოლისთვის რეკომენდაციების დაცვაა საჭირო. ამ დროისთვის ყველაფერი პირობითია და შესაძლოა შეიცვალოს. ჩვენი პროგრესი ჩვენზეა დამოკიდებული. აუცილებელია ვაკეთოთ ის რაც გვევალება“, - ამის შესახებ, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა განაცხადა.

რაც შეეხება პორტუგალიას, ქვეყანაში 18 მაისიდან განხლდება კაფე-ბარების მუშაობა, რესტორნები და საკონდიტროებიც მათთან ერთად გაიხსნება. მაღაზიებში მხოლოდ დამცავი ნიღბით იქნება შესვლა შესაძლებელი, რესტორნები 50%-ზე მეტით არ უნდა იყოს შევსებული.

6 ივნისიდან პორტუგალია კვლავ გახსნის სანაპიროებს. დამსვენებლებს მოუწოდებენ ისარგებლონ მობილური აპლიკაციით, რომელიც ანახებს თავისუფალ ადგილებს სანაპირო ზოლზე.