ნორვეგია კორონავირუსის შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს - ბავშვები შესაძლოა ინფექციის გადამტანები საერთოდ არ იყვნენ

ნორვეგიის მთავრობა, მაისის ბოლოსთვის სკოლების გახსნას გეგმავს. დაწყებითი კლასების სასწავლო პრეოცესი ორი კვირის წინ დაიწყო, ზოგიერთი მშობლის პროტესტის მიუხედავად, რომლებიც ბავშვებს შორის ვირუსის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობდნენ. თუმცა, ამის შემდეგ სასწავლო პროცესს უფროსკლასელები დაუბრუნდნენ.  

ნორვეგიის ჯანდაცვის ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანამ არანაირი მნიშვნელოვანი შედეგი არ გამოიღო ვირუსის გავრცელების შეჩერების კუთხით.

„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ სკოლების დაკეტვამ ვირუსის გავრცელების პრევენციის რაიმე შედეგი გამოიღო“, - ნათქვამია, კვლევითი ორგანიზაციის განცხადებაში, რომლებიც სასწავლო პროცესის ინიციატორები არიან.

მთლიანობაში, ისინი სკეპტიკურად უყურებენ იმ მოსაზრებას, რომ ბავშვები დიდ როლს თამაშობენ ვირუსის გავრცელებაში. ჯანდაცვის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ დაავადების სქემების შესწავლამ 20 წელზე დაბლა, ვირუსიებისგან გავრცელების ფაქტი ვერ გამოავლინა.

მსგავს დასკვნამდე მივიდა ფრანგი ეპიდემიოლოგი, კოსტა დანი, რომელიც კოვიდ-19-ის გავრცელების ერთ-ერთ კერაში, სავოიეში სწავლობა. მისი ყურადღება ცენტრში დაინფიცირებულმა ბავშვა მიიპყრო. მისი განცხადებით, დაინფიცირების შემდეგ ბავშვი ოჯახის წევრებთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით მის არცერთ ოჯახის წევრს ინფექცია არ დაუდასტურდა.