როგორია ეპიდვითარება საქართველოში და რას ვარაუდობენ ეპიდემიოლოგები

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმაძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით გლობალურად არასახარბიელო მდგომარეობაა, ერთადერთი დამაიმედებელი კი სიკვდილიანობის მაჩვენებელია, სადაც შემცირების ტენდენცია იკვეთება, თუმცა ირგვლივ მდგომარეობა ისეთია ნებისმიერ დროს შეიძლება სიტუაცია გამწვავდეს.

მან ასევე განაცხადა, რომ თუ გლობალჯურად გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 38% -ს აღწევს საქართველოში 72%-ია, რაც საკმად მაღალი მონაცემია.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის ზომების შემსუბუქება დაიწყი, გლობალურად სიტუაცია არასახარბიელოა. 213 ქვეყანაში დაფიქსირდა ინფექცია და ყველაზე მნიშვნელოვანია, ის , რომ აშშ-ს შემდეგ თანმიმდევრობა შეიცვალა, ახლა მეორე ადგილზე იტალიის მაგივრად რუსეთია, მესამაეზე კი ბრაზილია, სამხრეთ ნახევარ სფერო სადაც სიცივეები იწყება, ეს ინდიკატორია იმისი, რომ ჩვენ გარკვეულად უნდა ვემზადოთ შმოდგომიდან მეორე დ ამესამე ტალღისთვის. ხოლო ჩინეთი საიდანაც პანდემია დაიწყო მე-13 ადგილზეა.

ერთადერთი გლობალურად დამაიმედებელია სიკვდილიანობის მაჩვენებელი თუ 7% ადიოდა ახლა 6,5%-მდე ჩამოვიდა და შემცირების ტენდენცია ჩანს, ხოლო გლობალურად გამოჯანმრთელების მაჩვენებელი კი 38%, რაც ჩვენთან 72%-ს შეადგენს.

თუმცა ეს ყოველივე მოდუნების საშალებას არ გვაძლევს, ირგვლივ მდგომარეობა ისეთია შესაძლოა მდგომარეობა გამწვავდეს, თუ რაიმე ნაბიჯს სწრაფად გადავდგამთ შესაძლოა ისევ ეპიდაფეთქება მივიღოთ “, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ორგანოები თავს კარგად ართმევენ შექმნილ სიტუაციას, ეპიდ ვითარება ქვემო ქართლში, კვლავ მძიმეა რის გამოც სოფელი მუშევანი და გეტა დარჩება ჩაკეტილი, იმ დრომდე ვიდრე ყველა ადამიანის გამოკვლევა და იდენტიფიცირება არ მოხდება. ხოლო ბოლო ორი 14 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ამ სოფლების გახსნის საკითხიც დაისვას - ამის შესახებ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ცხელ წერტილად რჩება სოფელი - მუშევანი და გეტა, სადაც სერიოზული კვლევები მიმდინარეობს.

„დილის მონაცემებით გვაქვს სულ 723 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული, რომელიც გამოვლინდა 45 707 გამოკვლეული შესაძლო შემთხვევიდან. სულ ქვეყანაში ჩატარებულია 48 290 PCR კვლევა ჩატარდა, ლაბორატორიული კვლევები გაცილებით მეტია, სწრაფ ტესტებსაც თუ მიამატებთ, დაახლოებით 5-დან 10 ათასამდე გაიზრდება ეს რაოდენობა.

ზოგადად ყველაზე დაძაბული სიტუაცია ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა ქვემო ქართლის რეგიონში და კერძოდ, სამ მუნიციპალიტეტში - ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში. მთლიანად ამ სამ მუნიციპლაიტეტზე მოდის 36% მთელი ინფიცირებულების ქვეყანაში და ყველაზე მაღალი, ახალ ინფიცირებულთა მაჩვენებლი ბოლნისში ფიქსირდება და 161-ს შეადგენს. ინდიკატორი კი, 100 ათას მოსახლეზე გადათვლით, ყველაზე მაღალი სწორედ იქ არის, შემდეგ მოდის თეთრიწყარო და მარნეული. თეთრიწყაროში იყო 58 ინფიცირებული დაფიქსირდა და ბევრი უკვე გამოჯანმრთელდა კიდეც, ხოლო მარნეულში 38.

 რაც შეეხება სოფელ გეტას, ჩვენ მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიეთ. ეს არ არის დიდი სოფელი, დაახოებით 400-მდე ადამიანი სახლობს. გამოვიკვლიეთ 320 ნიმუში და 18 დადებითი იყო ანუ 7% იყო დადებითობის მაჩვენებლი. ყველა გადაყვანილია საავადმყოფოებში და მიმდინარეობს მკურნალობა. ხოლო რაც შეეხება სოფელ მუშევანს, ეს უფრო მოზრდილი სოფელია და აქ ჩვენ გამოგამოვიკვლიეთ 522 ადამიანი დღემდე. სულ არის 700-მდე მოსახლე და დამყოლობა არ იყო ძალიან მაღალი, ანუ აქტიურად არ თანამშრომლობდნენ გამოკვლევებზე, მაგრამ დავარწმუნეთ და დღესაც გრძელდება ეს. იქ 55 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი, ანუ 10%-ში გვაქვს დადებითობა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გავაქვს სწორედ სოფელ მუშევანში. 12 სიკვდილიდან 3 გვაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. სავარაუდოა, რომ სოფელი მუშევანი და გეტა დარჩება ჩაკეტილი, იმ დრომდე ვიდრე ყველა ადამიანის გამოკვლევა და იდენტიფიცირება არ მოხდება. ბოლო ორი 14 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ამ სოფლების გახსნის საკითხიც დაისვას ,“- განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავის სიტუაციის შექმნის მიზეზი ბევრია, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვების უგულებელყოფაა, რაც ხდებოდა ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებში. ეპიდაფეთქებაც სწორედ აქედან დაიწყო, მოსახლეობა დისტანციას არ იცავდა, სოფლებში გადადგილება კვლავ შეუფერხებლად მიმიდინარეობდა, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას მთელს რეგიონში.

ამრიან გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციების არ დაცვისგან გამოწვეული შედეგი სამაგალითო უნდა იყოს სქართველოს სხვა რეგიონებისთის.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის გავრცელების ერთი მიზეზი არ არის, ბევრი მიზეზია. იქ მოხდა ეპიდაფეთქება, როდესაც ერთი ადამიანისგან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. შემდგომ ბევრი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირების, ერთმანეთში არსიარულის, ამ დიდი ოჯახების არშეკრების, იგივე სოფლიდან სოფელში არსიარულის, არ განხორციელდა. ამიტომაც გავრცელდა ამ ორ სოფელში ინფექცია. ერთ სოფელში საკმაოდ კარგი იყო დამყოლობა, რომ გამოკვლევებზე ადვილად დავითანხმეთ საზოგადოება.

იმის, გამო, რომ დაცული არ იყო რეკომენდაციები, რაც ეძლეოდათ, მივიღეთ ეს მდგომარეობა. ეს შემთხვევა სამაგალითო უნდა იყოს, რადგან მსგავსი, შეიძლება სხვაგანაც განმეორდეს. ჩვენ დღეს დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. შეიძლება ვიღაც ადამიანი ისევ შემოვიდეს, ჩვენს თანამემაულეებს დაბრუნებაზე უარს ხომ ვერ ვეტყვით რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ ევროპიდან 20 ათასზე მეტი ადამიანია გადმოყვანილი ორგანიზებულად. უზარმაზარი საქმეა გაკეთებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

სწორედ მომავალ საფრთხეებზე იუწყება პაატა იმნაძეც, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემია დასრულებულად არ გამოუცხადებია და ჯერ კიდევ ძალიან შორია მის დასრულებამდე.

მან ასევე აღნიშნა, რომ სწავლის დაწყება უკვე იგეგმება და სექტემბრისთვის ბაღებს და სკოლებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ.

„პანდემიის დასრულებამდე კიდევ ძალიან შორია, ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუცხადებია პანდემია დასრულებულად.

რაც შეეხება განათლების სფეროს უსაფრთხო გახსნას, ამაზე ყოველდღიურად მიდის მსჯელობა. ის თუ  როგორ უნდა ჩატარდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ამისთვის შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში და მეც მათი წევრი ვარ. ყველა გადაწყვეტილება გამოცხადდება.

სწავლის პროცესი სექტემბრამდე უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები და ყველაფერი იქნება ცნობილი სწავლის დაწყებამდე, შემუშავდება გარკვეული წესები ბაღებისთვისაც და სკოლებისთვისაც“, - განაცხადა იმნაძემ

გარდა სამომავლო საფრთხეებისა, პაატა იმნაძემ ეპიდვითარების გამწვავების მიზინით შემოღებულ და დარჩენილ გარკვეულ შეზღუდვებზეც ისაუბრა. ერთ-ერთი მნიშნელოვანი, რაც ზაფხულში სავარაუდოდ ბევრს შეუქმნის დისკომფორტს, ეს  საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამცავი ნიღბის ტარების ვალდებულება იქნება.

„მესმის, რომ ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ ყველაფრით, შეზღუდვებით, დისკომფორტი იყო ძალიან ბევრი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება. სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ტრანსპორტშიც მოგვიწევს ამასთან შეგუება, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო. მიდის მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცირების დაცვა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ადგილზე კვლევის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 2-ით გაიზარდა და 723 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10- ით გაიზარდა და 495 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3614 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 316 პირი. საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.