სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. სასურსათო კალათას მუნიციპალიტეტში 2 500 ოჯახი მიიღებს.

დარიგების პროცესში მოხალისეებთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქედის მერი ლევან გორგილაძე ჩაერთნენ.

,,პირველ ეტაპზე რეგიონში 10 ათასზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა დახმარებით, როგორც სურსათით ისე მედიკამენტებით. მეორე ეტაპი, ითვალისწინებს 20 ათასი ოჯახისთვის სასურსათო კალათის გადაცემას, ბუნებრივია ეს არ იქნება ბოლო ღონისძიება, რომელსაც მთავრობა, ხელისუფლება განახორციელებს. გავაგრძელებთ მოსახლეობის და თითოეული ოჯახის გვერდით დგომას".

 

(NS)