23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში და ვაჭრობის ობიექტებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება

23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
მისი თქმით, პირბადების ტარება აუცილებელი იქნება, მათ შორის ვაჭრობის ობიექტებში. ასევე, კვლავ სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა. 

"კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. ასევე, საკარანტინო ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. 
 
მისივე თქმით, უქმდება 3 კაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და რჩება მხოლოდ ტაქსის მომსახურების შემთხვევაში. აგრეთვე, ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება გამოიყენოს პირბადე.