ჯანმოს სამედიცინო გარღვევა და კორონავირუსის ახალი კვლევები

ჯანმომ კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში „დექსამეტაზონით“ მკურნალობის შესახებ კვლევას „სამეცნიერო გარღვევა“ უწოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ19-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებში „დექსამეტაზონის“ გამოყენებას მიესალმება.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიესალმება დიდი ბრიტანეთის მეცნიერთა კვლევის შედეგებს, რომელიც აჩვენებს, რომ „დექსამეტაზონი“ კოვიდინფიცირებულ მძიმე პაციენტებში სიკვდილიანიობას ამცირებ . ვენტილატორებზე მყოფი პაციენტებისთვის მკურნალობა აჩვენა, რომ სიკვდილიანობა დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდება, ხოლო პაციენტებისთვის, რომლებიც მხოლოდ ჟანგბადს მოითხოვენ, სიკვდილიანობა დაახლოებით ერთი მეხუთედით შემცირდა“, - ვკითხულობთ ჯანმოს განცხადებაში.
ჯანმოს გენერალური დირექტორი, ტედროს გებრეიუსუსი დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტსა, ბრიტანელ ექიმებსა და პაციენტებს, რომლებმაც ამ სამეცნიერო გარღვევაში წვლილი შეიტანეს, ულოცავს ამ მიღწევას.
ჯანმო-ში აცხადებენ, რომ განახლდება კლინიკური მითითებები, სადაც იქნება მითითებული თუ როგორ და როდის უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი COVID-19–ით ინფიცირებულ პაციენტებში.
ვირუსის მიკროსკოპიულმა კვლევამ კი მისი ახალი თვისებების შესახებ ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომელიც მისი მუტაციის და გამრავლების შესახებ ახალ ინფორმაციას გვაწვდის. 
ფლორიდაში, სამედიცინო ცენტრ "Scripps Research"-ის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მუტაციამ სახელად D614G, დაასტაბილურა ვირუსის წვეტი ცილები, რომლებიც ვირუსის ზედაპირიდან არის გამოშვერილი და რომელთა გამოც ეწოდა კორონავირუსს ეს სახელი. როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ამ მუტაციის გამო, თითოეულ ვირუსულ ნაწილაკზე ფუნქციური და ჯანმრთელი წვეტები ხუთჯერ მეტი იყო.
დასაინფიცირებლად ვირუსი უჯრედს წვეტი ცილებით ეკვრის. შესაბამისად, კვლევის ავტორები ჰიერიუნ ჩოე და მაიკლ ფარზანი ამბობენ, რომ D614G მუტაციის მქონე ვირუსებს უჯრედის დაინფიცირების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ამ მუტაციის არმქონეთ.
„ზედაპირზე უფრო ფუნქციური ცილების მქონე ვირუსები უფრო ინფექციური უნდა იყოს. ექსპერიმენტში შესწავლილ ორ ვირუსს შორის აშკარა განსხვავებები იყო; ეს სხვაობა უცბად გამოჩნდა“, - ამბობს ფარზანი.
კვლევის მთავარი ავტორი, დოქტორი ჩოე ამბობს, რომ მუტაციის მქონე ვირუსის ცილები უჯრედულ კულტურის სისტემაში დაახლოებით ათჯერ უფრო ინფექციურია, ვიდრე ასეთი მუტაციის არმქონეები.
მუტაციები ციცქნა, შემთხვევით ცვლილებებია ვირუსის გენეტიკურ მასალაში, რაც მისი კოპირების დროს ხდება. მათი უმეტესობა ვირუსის ფუნქციაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.
ვირუსოლოგები, რომლებმაც ახალი კვლევა ნახეს, ამბობენ რომ Scripps research-ის ამ კვლევამ მკაფიოდ წარმოადგინა, რომ ეს კონკრეტული მუტაცია ვირუსის ბიოლოგიური ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს.
„ეს გახლავთ მძლავრი ექსპერიმენტული კვლევა და ამ დროისათვის საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ D614G მუტაცია კორონავირუს SARS-CoV-2-ის ინფექციურობას ზრდის“, - ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორი, ვირუსების ევოლუციის სპეციალისტი ედი ჰოლმსი.
მკვლევართა მიერ შესწავლილი მუტაცია დომინირებდა ევროპასა და აშშ-ის უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით მის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ის მათ მუტაციის არმქონე ვირუსს შეადარეს, მათ შორის პანდემიის დასაწყისში, უხანში გამოჩენილს. 
როგორც დოქტორი ჩოე აღნიშნავს, შედეგები მიუთითებს, რომ D614G მუტაციის მქონე ვირუსის სწრაფ გავრცელებაში ბიოლოგიურმა ფაქტორებმა შეასრულეს როლი.
„ამ მუტაციამ შეიძლება ახსნას მისი მატარებელი ვირუსების გაბატონების მიზეზი“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, სამხრეთ კორეაში ჩატარებულმა კვლევებმა, ვირუსთან საბრძოლველი მედიკამენტების უსაფრთხოობა ეჭვქვეშ დააყენა. 

იბუპროფენმა და სხვა ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლებმა შესაძლოა, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში სიკვდილიანობა გაზარდოს - ამის შესახებ ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს. 
სამხრეთ კორეაში ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებში იბუპროფენი და სხვა იდენტური ტკივილ გამაყუჩებლები ლეტალობის მაჩვენებელს 65%-ით ზრდის. ისინი გართულებებს იწვევს და განკურნების პროცხესს ანელებს და სიკვდილიანობის რისკს ზრდის. 
რაც შეეხება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ისინი 85%-ით ზრდიან გულის და თირკმელების სერიოზული დაავადებების წარმოქმნის შანსს. 
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გარკვეულ ტიპის მედიკამენტების, მაგალითად იბუპროფენის, ასპირინის და ნაპროქსენის შეძენა შესაძლებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათი ღირებულება კი მინიმალურია.  
ზემოთაღნიშნული მედიკამენტები ძრითადად თვის, მენსტრუალური კუნთების ტკივილის გამაყუჩებლად, ან გრიპის და გაციების დროს გამოიყენება. 
კვლევების თანახმად,  ჩამოთვლილი მედიკამენტები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მხოლოდ რამოდენიმე პროცენტზე ახდენს დადებით ზეგავლენას, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მისი გამოყენება ზედმეტი სიფრთხილით უნდა მოხდეს. 
ეს არ არის პირველი კვლევა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გამოყენებული მედიკამენტების უარყოფითი ჩვენებების შესახებ გამოქვეყნდა, თუმცა ამის შესახებ "NHS"-ის იუწყება, რომ სანამ არ არსებობს მტიკიცებულებები ჩამოთვლილი სამკურნალო მედიკამენტების შესახებ მკურნალობიდან მათი ამოღება არ იგეგმება. 
მათი განცხადებით, იბუპროფენი უსაფრთხოა კორონავირუსით ინფიცირების სიმფტომების მქონე პაციენტთათვის.