აზიის ქვეყნები ეპიდემიის მეორე ტალღის დაწყების შესახებ იუწყებიან, რომელიც უკვე ზაფხულიდან დაიწყო

მსოფლიოს, რამოდენიმე ქვეყანაში სადაც პანდემიის პირველ ტალღას გაუმკლავდნენ, ინფიცირებულთა მეორე ნაკადი დაიწყო.
ჩინეთში, სადაც პირველი ინფიცირების წყარო იყო აღმოჩენილი, გავრცელებული ინფორმაციით 20 მილიონიან ქალაქში, პეკინში ძალიან მძიმე ვითარებაა - ამის შესახებ ინფორმაციას, "Agence French-Press"  ავრცელებს. 
მათი ინფორმაციით, დღეს, 19 ივნისის დილისთვის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც სამჯერ ნაკლებია წინა დღეებთან შედარებით. 
ერთი კვირის განმავლობაში, პეკინში მასობრივი ტესტირებების შედეგად 137 ვირუსის მატარებელი გამოავლინეს. 
მეგაპოლისში, ამ დრომდე დახურულია სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ბოლო წუთებში გაუქმდა რეისები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვალა. 
მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი სასურსათო ქსელის მფლობელის განცხადებით ეს სიტუაცია მარტში განვითარებულ მოვლენებს არ ჰგავს. 
"არსებული სიტუაცია არ ჰგავს იმას, რა ვითარებაც მარტში იყო. მაშინ ადამიანებმა არ იცოდნენ, როგორი რეაგირება უნდა მოეხდინათ. ახლა კი ყველამ აითვისა ის აუცილებელი რეკომენდაციები და საბოლოო ჯამში სიმშვიდეს ინარჩუნებენ", - განაცხადა განაცხადა სასურსათო ქსელის მეპატრონემ. 
დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ინფექციის დადასტურებული შემთხვევები 83 325-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4634-ს შეადგენს. 
აზიის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც ბევრად მარტივად გადაიტანა ეპიდემიის პირველი ტალღა, უკვე მეორე ტალღის შესახებ ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას. 
კორეა, ეპიდემიის დაწყებიდანვე, 51 მილიონიან ქვეყანას საკმაოდ ორგანიზებულად იცავდა, რამაც მინიმალური გარდაცვალების შემთხვევები მიიღო შედეგად. დღეს კი, ქვეყნის ხელისუფლება, ინფექციის გავრცელების უკვე მეორე ტალღის შესახებ ავრცელებს ინფრომაციას, თუმცა ქვეყანაშ გატარებული პრევენციის საშუალებები, ისედაც მინიმალურ მაჩვენებელს კიდევ უფრო შეამცირებს. 
თუმცა დღეს, 22 ივნისს სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრმა,  ნუნგ-ჰოომ განაცხადა რომ ქვეყანაში "მძიმე მდგომაერობაა" და მოსახლეობას მკაცრი სოციალური დისტანციისკენ მოუწოდა. 
მან აღნიშნა, რომ 90 იმპორტირებულმა ინფიცირებულმა მკვეთრად გაზარდა ინფიცირებულთა სტატისტიკა.
"ხელისუფლება ქვეყანაში მძიმე ვითარებას ეჩეხება, ახალა უკვე ადგილობრივ წყაროებთან და ინფიცირებულებთან ერთად იმპორტული ინფექციის წყაროებს და მათ კავშირებს უნდა მიაგნოს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 
კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, ჯონგ ეუნ-კიეონგმა, სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო. 
მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 17 ახალი ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 11 ადგილობრივი ხოლო 6 იმპორტული შემთხვევა იყო. რაც ჯამში 12 438-მდე ზრდის ინფიცირებულთა შემთხვევებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ უცვლელი, რჩება, რაც 51 მილიონიანი ქვეყნისთვის მიზერულად შეიძლება ჩაითვალოს, ამ დროისთვის რაოდენობა 280-ს შეადგენს.