ევროპაში პანდემია კვლავ გრძელდება, თუმცა გერმანიამ მაისში მოხსნილი კარანტინი დღეს განაახლა

გერმანიის მთავრობამ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ხელახალი კარანტინი გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ინფექცია ხორცის ფაბრიკაში აღმოაჩინეს. 
აღნიშნულ ფაბრიკაში 1 500 მომსახურე პერსონალს კორონავირუსის ინფექცია აღმოაჩნდა. პრემიერ მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 360 000 ადამიანით დასახლებული გერმანიის ერთ-ერთი უბანი, რომელიც კარანტინში მოექცა , 30 ივნისამდე იქნება ჩაკეტილი.
მაისის შემდეგ, გერმანიაში საგანგებო სიტუაცია მოხსნილი იყო, თუმცა ხელისუფლება კვლავ მოუწოდებდა მოსახლეობას ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები მკაცრად დაეცვათ. 
მოსახლეობის მაღალი სოციალური თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის გამო გერმანიამ პირველი ადგილი დაიკავა კორონავირუსითან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით, თუმცა ახალა ის კვლავ საფრთხეშია, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, რის გამოც ქვეყანა კვლავ კარანტინში მოექცა.
"ამ ეტაპზე მიღებული ზომები აუცილებელია", - განაცხადა რაინ-ვესტფალიის მთავარმა მინისტრმა, ლაშერმა
მისი თქმით, ხორცის ფაბრიკაში მომხდარი ინციდენტი გერმანიისთვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იყო პანდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე. 
იგი მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, სხვა რაიონებში მოგზაურობას თავი აარიდონ. 
ამ დროისთვის ბარები, მუზეუმები, კინოთეატრები და სპორტდარბაზები დაიკეტა, ხოლო რესტორნები კვლავ ადგილზე მიტანის სერვისის გამოყენებით იმუშავებენ, მათ ადგილზე სტუმრის მიღება კვლავ აეკრძალათ. 
რაინ-ვესტფალიაში გამკაცრდა ასევე სოციალური დისტანცირება, რაც გულისხმობს საკუთარი ოჯახის წევრის გარდა, მას შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანთან ერთად გადაადგილება ქუჩაში. სკოლები და ბაღები 50 000 აღსაზრდელთათვის კვლავ დაიხურა.