გაბუნიას მიმართვას, მარია ზახაროვა ეხმიანება - „თქვენ ავად ხართ გოგონებო“

საგარეო საქმეთა მინისტრის, ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, გიორგი გაბუნიას ავადმყოფი უწოდა - ამის შესახებ ინფორმაციას, "РИА Новости" ავრცელებს.
ეს იყო ზახაროვას პასუხი, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ უცენზურო განცხადებაზე, რომელიც მან "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. 
ტელეწამყვანის და ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას თქმით, მისი სიტყვები ეკუთვნის პირადად პუტინს და მის მონებს და არა მთელ რუს ერს და იგი არ სვამს ტოლობის ნიშანს ვლადიმერ პუტინსა და რუსულ ნაციას შორის, რადგან პატივს სცემს რუს ხალხს და უყვარს მათი კულტურა.
გაბუნიასთვის არც რუსეთის პრეზიდენტის "ერთგული გოშია", რამზან კადიროვი განასახიერებს ჩეჩნეთს. მისთვის ნამდვილი, "დამოუკიდებელი, ვაჟკაცი, გმირი" ჩეჩნების სახე ჯოხარ დუდაევია.
"მე პატივს ვცემ და მიყვარს ნამდვილი, ღირსეული ჩეჩნები. და არა კუდამოძუებული კადიროვი, რომელსაც თავისი პატრონის, პუტინის გარეშე ერთი რიგითი „დვარნიაშკის“ ფასიც კი არ აქვს, - აცხადებს იგი. 
ჟურნალისტს სჯერა, რომ საქართველოს უდიდესი ნაწილი იმავეს ფიქრობს ვლადიმერ პუტინზე და თავმოყვარე, ღირსეული ქართველები დაძლევენ ეჭვებს, შიშს და ერთად დადგებიან დამპყრობლის პირისპირ, ისინი არ აპატიებენ ჩვენს ხელისუფლებას ასეთ შეშინებულ და დამონებულ პოზიციაში ყოფნას და, უფრო მეტიც, იმის მცდელობას, რომ მთელი მოსახლეობა ამავე პოზიციაში ამყოფონ. 
მის თქმით, მტრისგან არც პატიებას და არც დანდობას ელის და ბრძოლას მეგობრებთან ერთად აგრძელებს. 
ჩემო ძვირფასო ვალოდია, ვოვაჩკა, ვფიქრობდი, რომ არ შეურაცხვყოფ შენს საფლავს, კი დაგპირდი, მაგრამ ამას არ ვიზამ, შენ ქართულ მ...ესაც არ იმსახურებ, - მიმართა გიორგი გაბუნიამ მონოლოგის ბოლოს ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე. 
სწორედ ამ განცხადების შემდეგ, მარია ზახაროვამ გაბუნიას საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვებით მიმართა.
"ამ შემთხვევაში, უფრო სწორი იქნება ეს მიმართვა: "თქვენ ავად ხართ, გოგონებო", - განაცხადა მარია ზახაროვამ. 
სერგეი ლავროვმა, ამ სიტყვებით ქართველ ჟურნალისტებს მიმართა, საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს.