ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირი და დამნაშავეთა წრე, რომელიც შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს.

ერთ-ერთი ადვოკატი დავით ჭიკაიძე ადასტურებს, რომ დაკავებულთა შორის მისი დაცვის ქვეშ მყოფიცაა, რომელიც დღეს დილით 08:00 საათზე დააკავეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წვეულებაზეიყო თავიდანვე დაახლოებით 7 საათისთვისარის ჩასული ის როგორც კი სიტუაცია დაიძაბა მალევეა წამოსული ადგილიდან. ის დააკავეს დღეს დილის რვა საათზე და შემიძია დაგიდასტუროთ, რომ მას ბრალი სავარაუდოდ წაეყენება სსკ-ის 126 მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას“, - განაცხადა ჭიკაიძემ.

დაკავებულებს შორის არიან „ტოიოტა ქამრის“ მძღოლი და მისი მგზავრები, მორაგბეები, არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა წრე შესაძლებელია გაიზარდოს.

მისი თქმით, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია არაერთი ნივთმტკიცება და საქმის მიმდინარეობისას, არ არის გამორიცხული საქმის კვალიფიკაციაც შეიცვალოს.

„შესაძლებელია დაკავებულთა წრე გაიზარდოს. ასევე, შესაძლებელია შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია. ჩვენ ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ექსპერტიზის დასკვნას, გარდაცვალების მიზეზს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამ სისხლის სამართლის საქმეში და შესაბამისად, თუ დამატებით გამოიკვეთება სხვა პირთა ბრალეულობა ამ სისხლის სამართლის საქმეში, ბუნებრივია, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი და ყველას ქმედებას მივცემთ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შსს-ს მიმართა. შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად წყალში იპოვეს.

 

გიორგი ჩაფიძე